გენდერული დისფორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Gender Dysphoria

ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოების - DSM-5–ისა და ICD-10-ის - მიხედვით, „გენდერული დისფორია“ ფსიქიატრიული ტერმინია, რომელიც აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ინდივიდის ბიოლოგიური სქესი და მის მიერ საკუთარი გენდერის შეგრძნება ერთმანეთთან შეუსაბამობაშია. გენდერული დისფორია სხვა ტერმინების - გენდერული შფოთვისა და გენდერული იდენტობის აშლილობის - სინონიმადაც გამოიყენება. გენდერული დისფორია ხშირად ტრანსგენდერი პირებისთვის ტრანზიციის პერიოდშია დამახასიათებელი.

მრავალი თანამედროვე მკვლევრის აზრით, აუცილებელია გენდერული დისფორიის დემედიკალიზაცია, რადგან ის დისკრიმინაციულია და ხელს უწყობს ტრანსგენდერი ადამიანების პათოლოგიზაციასა და სტიგმატიზაციას. მათი მტკიცებით, ისეთ გარემოში, სადაც მკაცრი ზღვარია გავლებული მასკულინურ და ფემინურ გენდერს შორის, სადაც კულტურა მკაცრად მოითხოვს ინდივიდებისგან საკუთარი გენდერისათვის დამახასიათებელი როლების შესრულებას და არ უშვებს ამ ორი ბინარულად ოპოზიციური გენდერის გარდა სხვის არსებობას, ყველა ადამიანი, ცნობიერ თუ არაცნობიერ დონეზე, დისკომფორტს განიცდის; შესაბამისად, გენდერული დისფორიის სიმპტომების გამომწვევი მიზეზი სწორედ ის წნეხია, რომელთან გამკლავებაც მუდმივად უწევთ გენდერულად არაკონფორმულ ინდივიდებს ჰეტერონორმატიულ გარემოში. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Nelson, J.(1998)The Silence of the Bioethicists: Ethicaland Political Aspects of Managing Gender DysphoriaGLQ,A Journal of Lesbian and Gay Studies 4(2), pp. 213–230

Vitale, A. (2005) Rethinking the Gender Identity DisorderTerminology in the Diagnostic and Statistical Manual ofMental Disorders IV, HBIGDA Conference, Bologna

Malti-Douglas, F. (2007) Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale, vol.2 

კატეგორია: 
ავტორები: