თამაშის თეორია

Game Theory

თამაშის თეორია რაციონალურ აქტორებს შორის კონფლიქტისა და კოლაბორაციის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესაძლო გადაწყვეტის მათემატიკური ჩარჩოა. თამაშის თეორია შეჯიბრზე დაფუძნებული თამაშების ძირითად ლოგიკურ პრინციპებზეა დაფუძნებული. უპირატესობების, რისკების თავიდან აცილების ფსიქოლოგიური ტენდენციისა და მოქმედების განმსაზღვრელი წესების ერთობლიობაზე დაყრდნობით შესაძლებელია, განსაზღვრო, როგორი რეაქცია ექნებათ ადამიანებს ან აქტორებს სხვა ადმიანების ან აქტორების ამა თუ იმ ქცევაზე. თამაშის თოერია პირველად ჯონ ნიუმანმა (John Neumann - 1903-1977) განიხილა და 1940 წელს განვითარა ოსკარ მორგენშტერნთან ერთად (Oskar Morgenstern - 1902-1977). თეორია ბრწყინვალედ მუშაობს ისეთი ტიპის თამაშების დროს, რომლებშიც მოგებულები სრულ უპირატესობას იხვეჭენ სტრატეგიის ოპტიმიზაციის წყალობით, მაგრამ შესაძლოა, არასწორად განვითარდეს ისეთ თამაშებში, რომლებშიც მხარეები მოგებულნი რჩებიან კოლაბორაციის შედეგად. თამაშის თეორიის ილუსტრირება, ხშირად, „პატიმრის დილემის“, „წიწილის თამაშის“ და სხვა პარადიგმით ხორციელდება. განსაკუთრებით, აღსანიშნავია რობერ აქსელროდი (Rober Axelrod’s Evolution of Cooperation, 1984), რომელიც აჩვენებს, რომ როცა თამაშები განმეორებითია და პატიმრის დილემაში „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“ სტრატეგია გამოიყენება, ცხადი ხდება თანამშრომლობის გრძელვადიანი სარგებელი.

თანამშრომლობის სტრატეგიები შეიძლება გამოვიყენოთ გამალებული შეიარაღებისა ან ესკალაციის საფრთხეების გაჩენისთანავე. როცა ორივე ქვეყანა ცდილობს, რომ მიაღწიოს უპირატესობას შეიარაღებაში, განსაკუთრებით, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, სავარაუდო შედეგი შეირაღების მაღალ დონესთან დაკავშირებული გამოუვალი მდგომარეობა იქნება, რომელიც ორივე მხარეს ძვირად დაუჯდება. თუ ორივე მხარე ენდობა ერთმანეთს და არც ერთი არ შეეცდება მოწინააღმდეგის ხარჯზე მოგების მაქსიმიზაციას, მაშინ ისინი ნაკლები ზიანის მომტანი გამოსავლის პოვნას შეძლებენ. ესკალაციის სტრატეგია, უბრალოდ, ორივე მხარეს კრიზისულ მდგომარეობაში ჩააყენებს გაცილებით მძიმე მდგომარეობით, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო თანამშრომლობის შემთხვევაში. თამაშების თეორია საჯარო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღებისას წარმოქმნილი დილემების გამოსახატადაც აქტიურად გამოიყენება და სტრატეგიული ურთიერთდამოკიდებულების შემთხვევაში შესაძლო შედეგებს ნათელს ჰფენს. ამის მიუხედავად, თამაშის თეორიის გამოყენებას გარკვეული შეზღუდვებიც აქვს: ის უკიდურესად ფორმალური შეიძლება იყო და დასკვნები რაციონალური არჩევანის შესახებ, ხშირ შემთხვევაში, ხელოვნურად გამოიყურებოდეს. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: