თავისუფლება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Freedom

პრაქტიკული ფილოსოფიისა და პოლიტიკის მთავარი ცნება. თ-ის განსაზღვრების მრავალ მცდელობათა შორის შესაძლებელია ორი ასპექტის გამოყოფა: 1. თ. შეიძლება გავიგოთ როგორც გარეგანი იძულებისა და ვალდებულებების არარსებობა. ამ იძულებას შესაძლებელია ბუნებრივი სახე ჰქონდეს ან თავისი წარმოშობით საზოგადოებრივ ხასიათს ატარებდეს (საზოგადოებრივი ნორმები და შეთანხმებები). ამ შემთხვევაში თ. ნეგატიურადაა დახასიათებული და საქმე ეხება თავისუფლებას „რაღაცისაგან“, რომელიც, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურად, სოციალურად და ისტორიულად არის საინტერესო. 2. თ., ასევე შეიძლება გავიგოთ როგორც საკუთარი ნებისათვის გარკვეული მიმართულების მიცემის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში გულისხმობენ გადაწყვეტილების მიღების ან ნების თავისუფლებას, რაც ნიშნავს თ-ს „რაღაცისათვის“ (პოზიტიური თ.). ასე გაგებული თ. წარმოადგენს მრავალი ფილოსოფიური და თეოლოგიური გამოკვლევის საგანს. პოლიტიკურ-სოციალური თვალსაზრისით შესაძლებელია თ-ის მიღება იძულების მოხსნით, ხოლო ფილოსოფიური თვალსაზრისით -არა. თ-ის ცნება განეკუთვნება დასავლური აზროვნების ძირითად ღირებულებას, რომელიც ევროპის გზით მთელს მსოფლიოში გავრცელდა. თ-ის იდეა, როგორც ნებისა და სინდისის თ., ახალი დროის ადმიანის თვითგაგების ცენტრალური კატეგორია გახდა, რომელიც თანამედროვე მსოფლიო საზოგადოების დემოკრატიისაკენ ლტოლვას უდევს საფუძვლად. თ-ის ფილოსოფიური მიმართებების (შინაარსების) გარდა, შესაძლებელია განვასხვავოთ თ-ის საზოგადოებრივი (თ. როგორც სოციალური მიმართულებების ცვლილებების შედეგი), ასევე ისტორიული კომპონენტები (გზა მონობის გაუქმებიდან თავისუფალი სამართლებრივი სახელმწიფოების ფორმირებამდე). გაარჩევენ თ-ის შემდეგ სახეებს: 1. ნების თ. გულისხმობს, რომ ადამიანები პრინციპულად თავისუფლები არიან ამა თუ იმ ქმედების განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღებისას. ნების თ. ნიშნავს, რომ ინდივიდის ქცევა არ არის რაიმეთი წინასწარ დეტერმინირებული. 2. ცალკეული ინდივიდის სამართლებრივი თ. გამომდინარეობს სხვათა თ-ის შეზღუდვიდან, რომელიც აუცილებელია ყველასათვის, რათა ყველასათვის მისაწვდომი გახდეს რაც შეიძლება მეტი თ. 3. პოლიტიკური თ. მიემართება სხვა ინდივიდის უფლებას, იყოს პოლიტიკურად ქმედითი და იქონიოს ზეგავლენა პოლიტიკური ნების ფორმირებაზე, მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ არჩევნებში. 4. რეალური თ. განასხვავებს სასურველ და ნამდვილ თავისუფლებას და სვამს კითხვას გარანტირებული თ-ის რეალური არსებობის შესახებ. რეალური თ. იმავდროულად არის სოციალური თ. პოლიტიკური თ. შეიძლება განისაზღვროს როგორც კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფების უნარი, შესაძლებლობა, იმოქმედონ გარემოებათა ხელის შეშლის ან ჩარევის გარეშე. თ-ის ამგვარი გაგება მხოლოდ ერთია თ-ის უამრავი კონცეფციიდან, რადგან თ. მეცნიერებაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო საკამათო კატეგორიაა ხანგრძლივი ისტორიითა და შესაბამისი მეტაფიზიკური, თეოლოგიური და მორალური იმპლიკაციებით. თ-ის ეს განსაზღვრება შეიძლება ასევე წარმოდგენილი იყოს ფორმულით: „A თავისუფალია B-სგან, რათა p“. სადაც A-თი ინდივიდები აღინიშნება, B-თი ხელისშემშლელი პირობები, ხოლო P-თი სასურველი მოქმედებები ან მდგომარეობები. პოლიტიკურ მეცნიერებებში ჯერალდ მაკალუმმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ ფორმულაზე, ნეგატიური ან პოზიტიური აზრით, შეიძლება დავიყვანოთ თ-ის ნებისმიერი განსზღვრება. სანიმუშოდ შეგვიძლია მივმართოთ იზაია ბერლინის თვალსაზრისს, რომელიც განასხვავებდა ნეგატიურ და პოზიტიურ თ.-ას პრინციპში, ნეგატიური თ. ბერლინისათვის ხელისშემშლელი პირობების არარსებობაში მდგომარეობდა, ხოლო პოზიტიური თ-ის ქვეშ გულისხმობდა ინდივიდის უნარს, განეხორციელებინა თავისთვის სასურველი ქმედება. თ-ის შემოთავაზებული ბაზისური გაგებიდან გამომდინარე, პოლიტიკური თ-ის მხარე, რომელიც განიხილავს ინდივიდის მიმართებას სახელმწიფოს პოლიტიკურ ინსტიტუტებთან, იმას, თუ რამდენად თავისუფალია კონკრეტულ საზოგადოებაში ინდივიდი, ინტერპრეტირდება, როგორც სამოქალაქო თ. (იხ. სამოქალაქო თავისუფლება), ხოლო რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს თ-ის საკითხი გაიგება როგორც დამოუკიდებლობა ან სუვერენიტეტი.

კატეგორია: 
ავტორები: