დიდი ორგანიზაციების მიერ გარკვეული დავალების შესასრულებალად ოფიციალურად შექმნილი ჯგუფები. დაქირავებულები მათი პოზიციის მიხედვით, შესაბამის ჯგუფებში არიან გადანაწილებულნი. არსებობს ფორმაური ჯგუფების ორი ძირითადი ტიპი: მმართველი ჯგუფები და მიზნობრივი ჯგუფები. მმართველი ჯგუფები ფორმალურ ორგანიზაციულ დიაგრამაზე არიან აღნიშნული. ეს მოიცავს ხელმძღვანელებს და მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირებს. ასეთი ტიპის ჯგუფები ორგანიზაციული სტრუქტურის შეუცვლელი დასაყრდენია. ისინი შეიძლება შეგხვდეს როგორც პატარა ფილიალში მომუშავე პირების, ისე სრულიად სათავო ოფისის პერსონალის სახით. მიზნობრივი ჯგუფები სამსახურზე-ორიენტირებული, ფორმალურად სანქცირებული დანაყოფებია მოკლე სიცოცხლისუნარიანობით, რომლებიც გარკვეული პროექტის ან დავალების შესასრულებლად იქმნებიან და შემდეგ მალევე იშლებიან. მაგალითად, კონკრეტული შემთხვევისათვის მოწვეული ad hoc მიზნობრივი ჯგუფი ან დროებითი კომიტეტი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.