ფორმალური შეფასება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Formal Assessment

ფორმალური შეფასება ეწოდება სისტემატურ პროცედურებს და გაზომვებს, რომლებიც ხორციელდება პროფესიონალების მიერ და გამოიყენება ინდივიდების ფუნქციონირების, უნარების, ჩვევების, ქცევებისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესასწავლად.

იმისთვის, რომ ფორმალური შეფასება განხორციელდეს, აუცილებელია მინიმუმ სამ კომპონენტს ამომწურავად აკმაყოფილებდეს. ეს კომპონენტებია: სანდოობა, ვალიდობა და სტანდარტიზაცია. სანდოობა ნიშნავს ხარისხს, რომელიც უზრუნველყოფს ერთნაირ ქულებს ტესტის ნებისმიერ დროს გამოყენებისას, ინსტრუმენტის მიერ ქულების სტაბილურობას. ვალიდობით ვიგებთ,  რამდენად ზომავს ტესტი იმას, რის გასაზომადაც შეიქმნა. ხოლო სტანდარტიზაცია საშუალებას გვაძლევს, გვქონდეს ტესტირების ერთნაირი პროცედურების ნაკრები ყველა ცდის პირისათვის.

მიუხედავად იმისა, კონკრეტულად რა ტიპის მიზანს ემსახურება შეფასება, პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტები დამაკმაყოფილებელი ფსიქომეტრული მონაცემებით უნდა გამოირჩეოდნენ. ფორმალური შეფასებისას, არაფორმალური მეთოდისგან განსხვავებით, მონაცემების შესაგროვებლად ფართოდ გამოიყენება ისეთი მეთოდები, როგორებიცაა ფსიქომეტრული ინსტრუმენტებით კვლევა, გამოკითხვა და ა.შ. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Spielberger, C .D. (2004). Encyclopedia of applied Psychology- A-E, Vol.1 Elsevier Academic Press, Boston

კატეგორია: 
ავტორები: