ლიტერატურის ფემინისტური კრიტიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Feminist Literary Criticism

ლიტერატურისა და ფემინიზმის ურთიერთმიმართების საკითხი პირველად ვირჯინია ვულფმა წამოჭრა. 1929 წელს მან დაწერა ესე „საკუთარი ოთახი,“ სადაც ქალების ცხოვრების მატერიალური პირობებისა და საზოგადოებაში მათთვის დაშვებული შეზღუდული როლების გაანალიზებით პასუხი გასცა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არის ისტორიაში ქალი მწერლების რაოდენობა ესოდენ მცირე. ვულფის შემდეგ ამ საკითხს შეეხო სიმონ დე ბოვუარი 1949 წელს „მეორე სქესში“. მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან, ფემინიზმის მეორე ტალღის გაძლიერებასთან ერთად, ფემინისტური მსოფლმხედვლობის მქონე კრიტიკოსთა ნაწილმა დაიწყო ლიტერატურულ ტექსტებში ქალთა რეპრეზენტაციების გადასინჯვა და ანალიზი. სხვებმა ყურადღება გაამახვილეს მივიწყებულ ქალ მწერალთა ხელახლა აღმოჩენასა და მოდერნის ეპოქისა და უფრო ადრეული ხანის ქალი მწერლების ლიტერატურული ტექსტების ანალიზზე. მეოცე საუკუნის 70-იანი წლების მიწურულსა და 80-იან წლებში ფემინისტი კრიტიკოსები დასავლელი თეთრკანიანი საშუალო კლასის ქალთა წრეს გასცდნენ და დაიწყეს ფერადკანიან ქალთა ტექსტების შესწავლა, იქნებოდა ეს მხატვრული ტექსტები, ქალი მონების ნარატივები, კოლონიაში მცხოვრები შავკანიანი ქალების პოეზია თუ შედარებით თანამედროვე შავი და ლათინა ქალი მწერლების შემოქმედება.

ფრანგი ფემინისტი თეორეტიკოსები (ელენ სიქსუ, ლუს ირიგარე, იულია კრისტევა და მარგარეტ დიურასი) თვლიდნენ, რომ რადგან მამაკაცებსა და ქალებს სოციალურ წესრიგში განსხვავებული ადგილები უკავიათ და, ამგვარად, სამყაროს ხედვის განსხვავებული პერსპექტივები აქვთ, ქალის მიერ ენისა და სტილის გამოყენებაში აისახება როგორც ქალის სხეულებრივი განსხვავება, ისე მისი განსხვავებული სოციალური პოზიცია. ქალური მწერლობა, ანუ „ეკრიტურ ფემინინი“ (ფემინური წერა) შედარებით განსხვავებულ რიტმს, სახე-ხატებსა და ღირებულებებს იყენებს, ვიდრე მამაკაცების უფრო ფალოცენტრულ ხედვაზე დაფუძნებული წერის მანერა. ბევრი ფემინისტი კრიტიკოსისთვის იმ სოციალურ-კულტურული პირობების კვლევა, რომლებშიც ქალი მწერლები ცხოვრობდნენ და წერდნენ, კვლავ აქტუალური იყო. ადრეული 90-იანი წლებიდან ფემინისტი კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში მოექცა რასა და ტრანსნაციონალიზმი, რასის, გენდერისა და ნაციონალური ლოკაციის ურთიერთმიმართებები, რომლებიც ქალების მიერ შექმნილ ლიტერატურას განსაზღვრავენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია გაიატრი სპივაკის ნაშრომები.

ფემინისტური მსოფლმხედველობის გავლენის ზრდის კვალდაკვალ ლესბოსელმა, გეი და, ბოლოს, ქვიარ თეორეტიკოსებმა ანალოგიური კრიტიკული კითხვები დასვეს ლიტერატურაში გეი და ლესბოსელი ადამიანების სახე-ხატების შესახებ: დაიწყეს ლიტერატურაში არსებული ჰომოფობიის კრიტიკა, საფუძველი ჩაუყარეს ლესბოსელი და გეი მწერლების აღმოჩენა-სახელდებისა და სპეციფიკურად ლესბოსური და გეი ლიტერატურული ესთეტიკის იდენტიფიცირების პროცესებს.

ფემინურობის ლიტერატურასთან კავშირზე ფიქრმა თავისთავად წარმოშვა მასკულინობისა და ლიტერატურის კავშირის გააზრების საჭიროება, ისევე, როგორც იმის ანალიზი, როგორ გავლენას ახდენს ავტორთა სექსუალური ორიენტაცია იმაზე, რასაც წერენ და როგორ არის თავად სექსუალური ორიენტაციის საკუთხები გადატანილი და გადმოცემული ლიტერატურაში. ლიტერატურულ სფეროში სექსუალობის საკითხებზე ფიქრი ორ ფართო მიმართულებას მოიცავს. პირველია იმის გაგება, როგორია კავშირი ჰომოსექსუალობის მსგავს დაფარულ იდენტობებსა და იმ გზებს შორის, რომელთა მეშვეობითაც ასეთი დაფარული იდენტობა გადმოიცემა ლიტერატურაში კოდების, ალუზიებისა და სხვა არაპირდაპირი საშუალებების გამოყენებით. მეორე, კრიტიკული მიდგომა, გულისხმობს იმ კონფიგურაციების გაანალიზებას, რომელთა მეშვეობითაც ჰომოსექსუალობები და ლესბოსური დინამიკა ჩნდება ლიტერატურულ და პოპულარულ კულტურულ ტექსტებში, ლესბოსელის მოჩვენებითი ან უჩინარი ფიგურაციიდან.

იხილეთ, აგრეთვე: გინოკრიტიკა

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Malti-Duglas F. (2007) (Ed.) Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale

კატეგორია: 
ავტორები: