იმ ფაქტის აღიარება, რომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებულ ორგანიზაციებზე მამაკაცების დომინირება შენარჩუნებული და გამყარებული იყო ორგანიზაიცული თეორიის მამაკაცური პერსპექტივით. ასე რომ, ამ ხნის განმავლობაში, ძირითადად, მამაკაცების თვალთახედვით ვაანალიზებდით ორგანიზაციებს. უფრო მეტი ქალი მიიწევს წინ ორგანიზაციულ კიბეზე და ისინი ცვლიან ორგანიზაციულ კულტურას. კვლევები ადასტურებენ, რომ ქალებს კაცებისაგან განსხვავებული მართვის სტილი ახასიათებთ. ორგანიზაციები თანდათანობით, მაგრამ აუცილებლად შეიცვლიან სამუშაო სტილს, რათა ასახონ ქალთა მართვის სტილი და ზრდადი გავლენა. ალტერნატიული ჰიპოთეზის მიხედვით, ქალური მმართველობის სტილის დანერგვის ნაცვლად, ქალი მმართველები - მზარდი წარმოების იმავე სტიმულის გავლენის ქვეშ მყოფი მამაკაცების მსგავსად - მამაკაცს დაემსააგვსებიან, შეითვისებენ მასკულინურ მიდგომას, რადგან ეს არის ერთადერთი გზა ორგანიზაციული ცხოვრების კონკურენტულ გარემოში თავის გასატანად.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.