მოლოდინის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Expectancy Theory

მოლოდინის თეორია სამუშაო მოტივაციის თეორიაა, რომლის მიხედვით მუშაკი მაშინ არის მოტივირებული, როცა ელის, რომ მისი ძალისხმევა და სამუშაოს შესრულება სასურველ შედეგს გამოიღებს.

მოლოდინის თეორიის ავტორი ვიქტორ ვრუმია. თავის ნაშრომში „სამუშაო და მოტივაცია“, ვრუმი აქცენტს აკეთებს მოლოდინზე, რომელიც ადამიანებს აქვთ. მისი აზრით, თუ ინდივიდებს სჯერათ, რომ შეძლებენ სამუშაოს შესრულებას და, ამასთანავე, თუ ფიქრობენ, რომ ეს სამუშაო ღირებულია, მაშინ ისინი მოტივირებულნი იქნებიან, რომ შეასრულონ  დავალება.

მოლოდინის თეორიაში ძირითადი აქცენტი სამ კომპონენტზე კეთდება, ესენია: მოლოდინი, ინსტრუმენტალობა და ვალენტობა. მოლოდინში თავმოყრილია ის მოსალოდნელი ალბათობა, რომ ინდივიდის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგი იქნება მის მიერ სამუშაოს გარკვეული ხარისხით შესრულება. ინსტრუმენტალურობაში იგულისხმება ის, რომ სამუშაოს შესრულება გარკვეულ შედეგს გამოიღებს, მაგალითად, ინდივიდს შრომა აუნაზღაურდება ან რაიმე ჯილდოს მიიღებს. ვალენტობა კი, გულისხმობს კონკრეტული შედეგის მიმზიდველობას ინდივიდისათვის. სამუშაო მოტივაციის განხილვისას მნიშვნელოვანია ამ სამი კომპონენტის სხვადასხვა კომბინაციის წარმოდგენა. თითოეული კომბინაცია უნიკალურ სურათს გვაძლევს. მაგალითად,  ინდივიდი, რომელსაც აქვს სამუშაო, სადაც დიდი ალბათობით დააჯილდოვებენ ეფქტური და წარმატებული მუშაობისთვის (მაღალი ინსტრუმენტალურობა), მაგრამ ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ სამუშაოს წარმატებით გაართმევს თავს (დაბალი მოლოდინი). ამასთანავე, ჯილდო რომელსაც მიიღებს, ნაკლებად მიმზიდველია მისთვის (დაბალი ვალენტობა).

მოლოდინის თეორიის მიხედვით, ინდივიდი ამ სამი კომპონენტის ალბათობებს აფასებს და მათი ცალკეული მნიშვნელობების გადამრავლებით აერთიანებს. სამუშაო მოტივაცია ყველაზე ძლიერი იმ შემთხვევაშია, როდესაც სამივე კომპონენტის ალბათობა მაღალია, ხოლო ყველაზე დაბალი მაშინ, როდესაც ამ სამიდან ერთ-ერთი კომპონენტის ალბათობა ნულს უტოლდება.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

Koontz, H.; Weihrich, H. (2008) Essentials Of Management. 7th Edition. Tata Mcgraw- Hill Publishing.

კატეგორია: 
ავტორები: