სოციოლოგია, რომელიც ხაზს უსვამს ბიოლოგიური და სოციალურ–კულტურული ევოლუციის მემკვიდრეობითობას. ე.ს. XIX ს–ის მეორე ნახევრის სოციალური აზრის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა. იგი წარმოადგენდა კოსმოსის, პლანეტათა სისტემის, დედამიწის, ცხოველთა სამყაროს, კულტურის ევოლუციის, საერთოდ უსასრულო და მრავალგვარი ისტორიული პროცესების გლობალური გააზრების ცდას. სოციალური ევოლუციის იდეები ყალიბდებოდა სოციალური ფილოსოფიის ლოგიკის მიხედვით (ჰობსი, რუსო, ტრადიციონალისტები). ცნობილი ბრიტანელი სოციოლოგიის უ. რანისმანის მტკიცებით, ნამდვილი სოციალური თეორია არ შეიძლება არ იყოს ევოლუციური, ვინაიდან: ა) ადამიანის სოციალურ უნარებს აქვს ბიოლოგიური საფუძვლები; ბ) ყოველთვის არსებობს სოციალური ევოლუციის შესწავლის შესაძლებლობა განვითარების ისტორიული თანამიმდევრობის თვალსაზრისით, რომელშიც უფრო გვიანდელი მიღწევები დამოკიდებულია ადრინდელზე: გ) ევოლუციური თეორია საშუალებას იძლევა სოციალური „არჩევნების“ ცნების გამოყენებით აიხსნას ზოგიერთი სოციალური მოქმედების მიზეზები. სოციოლოგთა უმრავლესობა ეთანხმება ასეთ შეფასებას, თუმცა ზოგიერთები ეჭვქვეშ აყენებენ ამ თვალსაზრისს. მაგალითად, გიდენსი, მანი და სხვ. უარს ამბობენ „თანამიმდევრული თეორიის“ გამოყენებაზე და მის ნაცვლად გვთავაზობენ სოციალური ცვლილებების ეპიზოდურ დახასიათებას. განსაკუთრებით საკამათოა ადაპტაციის, ფუნქციურად ეფექტური სოციალური დიფერენციაციის, პროგრესისა და სხვ. საკითხები.
ევოლუციური სოციოლოგია
Evolutionary Sociology
კატეგორია: