Progress
საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტრუქტურების აღმავალი მოძრაობა დაბალი ფორმებიდან უფრო მაღალი ფორმებისაკენ. პ-ული მოძრაობა პოლიტიკაში გულისხმობს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიღწევას. ამგვარი მოძრაობის ტიპური ნიმუშია XX ს-ის დასაწყისში შეერთებულ შტატებში გავრცელებული მოძრაობა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, ასევე რესპუბლიკელები და უპარტიო აქტივისტები.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: