Eurocentrism
ეთნოცენტრიზმის ერთ–ერთი ნაირსახეობა (ისევე, როგორც ლოგოცენტრიზმი, ანთროპოცენტრიზმი და ა.შ.), რომელიც მიიჩნევს, რომ ევროპა თავისი კულტურით, ფასეულობებითა და ღირებულებითი იდეალებით წარმოადგენს მსოფლიოს ცენტრს, სოციალურ–კულტურული მოწყობის ნიმუშს, ჭეშმარიტ უკანასკნელ ინსტანციას. ე–ის თანამედროვე ტენდეციები აშკარად ვლინდება სხვადასხვა სახის ევროპულ გაერთიანებათა შექმნასა და გაფართოებაში (ევროკავშირი, ევროსაბჭო და სხვ.), რომლებისკენაც მიისწრაფიან სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის არაევროპულებიც. (იხ. ეთნოცენტრიზმი).
კატეგორია: