სტატისტიკური კრიტერიუმი მკვლევარს აძლევს საშუალებას უარყოს ან ვერ უარყოს ნულოვანი ჰიპოთეზა. გადაწყვეტილების სისწორე დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ნულოვანი ჰიპოთეზა ჭეშმარიტი. გადაწყვეტილების მიღების დროს შესაძლებელია დაშვებული იყოს შეცდომები: I გვარის შეცდომა, როცა უარყოფენ ნულოვან ჰიპოთეზას მაშინ, როცა ის ჭეშმარიტია (მისი დაშვების ალბათობა ტოლია მნიშვნელოვნების დონისა ) a და II გვარის შეცდომა, როცა არ უარყოფენ მცდარ ნულოვან ჰიპოთეზას. შეცდომები ხდება იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიღება ალბათური ხასიათისაა. პირველი გვარის შეცდომის დაშვების ალბათობა დამოკიდებულია არჩეული მნიშვნელოვნების დონეზე. როცა a=0.05 არსებობს ერთი შანსი ოციდან, რომ დაშვებული იყოს პირველი გვარის შეცდომა ნულოვანი ჰიპოთეზის უარყოფით, როცა ის რეალურად ჭეშმარიტია. ანალოგიურად, როცა a=0.01 -ს, არსებობს ერთი შანსი 100 - დან, რომ დაშვებული იყოს პირველი გვარის შეცდომა. პირველი გვარის შეცდომის შემცირებით იზრდება მეორე გვარის შეცდომის დაშვების შანსი. მეორე გვარის შეცდომის ალბათობას აღნიშნავენ - თი. ალტერნატიული ჰიპოთეზის - ს მიღების ალბათობა, როცა ის ჭეშმარიტია არის . 1- ამ 1- ალბათობას ეწოდება სტატისტიკური კრიტერიუმის სიმძლავრე.
ცხრილი გვიჩვენებს ამ შეცდომებსა და შესაძლო სწორ გადაწყვეტილებებს.
შეცდომები და სწორი გადაწყვეტილებები სტატისტიკურ ჰიპოთეზებში და თითოეულ შედეგთან დაკავშირებული ალბათობა |
გადაწყვეტილება |
ჭეშმარიტი სიტუაცია | არ არის უარყოფილი | უარყოფილია |
ჭეშმარიტია | სწორი გადაწყვეტილება | პირველი გვარის შეცდომა |
p=1-a | p=a | |
ჭეშმარიტია | მეორე გვარის შეცდომა | სწორი გადაწყვეტილება |
p= | p=1- |
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა