სამართლიანობის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Equity Theory

სამართლიანობის თეორია სამუშაო მოტივაციის კოგნიტური თეორიაა, რომელიც გულისხმობს, რომ ინდივიდი მოტივირებულია თანამშრომლებთან სამართიანი ან თანასწორუფლებიანი ურთიერთობების ქონასა და შენარჩუნებაზე. ამავე თეორიის მიხედვით, ურთიერთობები მაშინაა სამართლიანი, როცა მონაწილეთა დანახარჯი მათი შემოსავლის პროპორციულია.

სამართლიანობის თეორია ეყრდნობა დაშვებას, რომ ინდივიდი ურთიერთობებში  საკუთარი მოგების მაქსიმიზაციასა და დანახარჯების მინიმიზაციაზეა ორიენტირებული და როცა საკუთარ მოგება/დანახარჯს ადარებს პარტნიორის/თანამშრომლის მოგება/დანახარჯს - თუ შედეგები თანაბარია - ე.ი. ურთიერთობა სამართლიანია და ორივე მხარე კმაყოფილია. 

უკმაყოფილება მაშინ ჩნდება, როცა ზემოთხსენებული პროპორცია ირღვევა და ერთი მხარის სასარგებლოდ არის გადანაწილებული. იქიდან გამომდინარე, რომ უთანასწორობისა და უსამართლობის განცდა გამკლავებას საჭიროებს, ზოგიერთ შემთხვევაში, მუშაკები მოტივირებულნი ხდებიან, რომ აღადგინონ ეს პროპორცია სხვადასხვა გზით. მაგალითად, სათანადოდ შეცვალონ დანახარჯები და შემოსავალი. ცვლილებები შეიძლება იყოს ქცევითი (დანახარჯის შემცირება შრომითი საქმიანობის შემცირების ხარჯზე ან შემოსავლის გაზრდა, ანაზღურების მომატების მოთხოვნით) ან ფსიქოლოგიური. ფსიქოლოგიურ ცვლილებებში იგულისხმება სიტუაციის ახლებურად ინტერპრეტაცია. მაგალითად, „გამიმართლა, რომ ყოველ კვირას ვიღებ ხელფასს.“

სამართლიანობის თეორიის ავტორები ვარაუდობენ, რომ სიტუაცია, როცა მაგ. ერთ თანამშრომელს აწინაურებენ, მეორე შესაძლოა გრძნობდეს, რომ უსამართლოდ დარჩა თავის სამუშაოზე. ასევე, როცა თანამშრომელი ისე მიდის სამსახურიდან, რომ უკმაყოფილებას გამოხატავს თავისი სამუშაოს მიმართ, ეს გავლენას ახდენს სხვა თანამშრომელებზე და ისინი მიდრეკილნი არიან ნაკლებ პროდუქტიულობისკენ, რათა აღადგინონ დარღვეული ბალანსი თანასწორობისა და სამართლიანობის კუთხით. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: