ეს ტერმინი ორიენტირებულია ადმიანური რესურსების მართვის იმ მექანიზმების გამოყენებაზე, რომლებიც აღმოფხვრის დისკრიმინაციულ მდგომარეობას დასაქმების სფეროში რასობრივ, სქესობრივ, ასაკობრივ და სხვა ნიშნით დიფერენციაციის საწინააღმდეგოდ. ამ კონცეფციის მიხედვით, ყველა პიროვნებას უნდა ჰქონდეს თანაბარი შანსი კუნკურენციისთვის დასაქმებისა და წახალისების სფეროებში. თანაბარი დასაქმების შესაძლებლობა აღიარებულია საერთაშორისო კონვენციებისა და შიდასახელმწიფოებრივი საკანონდებლო აქტებით და მის დაცვას საჯარო ადმინისტრირების სფეროში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. (კაკაშვილი, ლ. (2015, დეკემბერი). თანაბარი დასაქმების შესაძლებლობა.მასალა წარმოდგენილი საჯარო ადმინისტრირების თეორიისა და პრაქტიკის ლექციაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.)
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press