A ხდომილობის სტატისტიკურ ალბათობად ითვლება ამ ხდომილობის ფარდობითი სიხშირე , სადაც N - ცდათა საერთო რიცხვია, M კი A ხდომილობის მოხდენათა რიცხვი. დამოუკიდებელი, ერთნაირ პირობებში ჩატარებული ცდების შედეგები აჩვენებენ ფარდობითი სიხშირეების სტაბილურობას შესაბამისი ხდომილობის ალბათობის ირგვლივ. ეს გამონათქვამი მათემატიკურად დიდ რიცხვთა კანონშია ჩამოყალიბებული. მაგალითად, ფრანგმა მეცნიერმა ბიუფონმა (XVIII საუკუნე) მონეტა ააგდო 4040-ჯერ და გერბი მოვიდა 2048-ჯერ, 2048/40400,507, ასევე ინგლისელმა პირსონმა (XIX საუკუნე) 24000 აგდებისას მიიღო 12012 გერბი, 12012/24000=0.5005.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა