გადამამუშავებელი გამეორება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Elaborative Rehearsal

მეთოდიკა, რომელიც გულისხმობს მეხსიერების გაუმჯობესებას ინფორმაციის კოდირების გამდიდრების გზით. მეთოდიკა ეფუძნება ძირითად პრინციპს - ინფორმაციის აღბეჭდვისას მასალის გამეორებით მისი გადამუშავების შესაძლებობაც იზრდება. გადამუშავების ერთ-ერთი გზაა არაშემთხვევითი, აზრიანი ასოციაციების დამყარება სტიმულებს შორის. გადამამუშავებელი გამეორება სტიმულის მნიშვნელობის მატარებელ სტიმულებად ორგანიზაციას ახდენს, ისე რომ ის უფრო ღრმად გადამუშავდეს და უფრო უკეთ იქნეს დამახსოვრებული. ესაა პროცესი, როცა ახალი ინფორმაციის ხანგრძლივ მეხსიერებაში მანამდე შენახულ მასალასთან დაკავშირება ხდება და გულისხმობს როგორც ობიექტების მნიშვნელობის გააზრებას, ასევე ობიექტებს, წარსულ გამოცდილებასა და სხვა ობიექტებთან კავშირების დამყარებას. მაგალითად, თუ გსურთ რომ დაიმახსოვროთ სიტყვათა წყვილი თაგვი – ხე, უნდა წარმოიდგინოთ ხეზე ამძვრალი თაგვი, რომელიც ეძებს ყველს. თუ რაიმე ციფრის დამახსოვრება გსურთ, შესაძლებელია ამ ციფრის დაკავშირება, მაგალითად ვინმეს დაბადების თარიღთან. მოგონება უკეთესი იქნება, თუ ინდივიდი ინფორმაციის ცალკეულ ნაწილებს პატარა მოთხრობის სახეს მისცემს. ასევე, ძალიან კარგი საშუალებაა ინფორმაციის მხედველობითი წარმოდგენებით გამდიდრება. მხედველობითი წარმოდგენები ძალიან ეფექტურია მოგონებისთვის, რადგან ერთდროულად ორმაგი კოდირების - ვერბალურისა და მხედველობითის - შესაძლებლობას იძლევა. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: