ინფორმაციის გადამუშავებისა და გააზრების ალბათობის მოდელი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Elaboration Likelihood Model

დარწმუნების თეორია, რომელიც განსაზღვრავს, როგორია ალბათობა იმისა, რომ ადამიანები კოგნიტურ პროცესებს მიწოდებული ინფორმაციისა და შეტყობინების დეტალურ გადამუშავებაზე მიმართავენ. დარწმუნების ეს მოდელი ერთმანეთისაგან განასხვავებს ცენტრალურ და პერიფერიულ პროცესებს. ცენტრალური პროცესი გულისხმობს, რომ ადამიანები გულდასმით, ზედმიწევნით გაიაზრებენ დამარწმუნებელი კომუნიკაციის პროცესში მიწოდებულ ინფორმაციის სემანტრიკურ შინაარსს და დამოკიდებულებებს მიწოდებული არგუმენტების სიძლიერის მიხედვით ცვლიან. ამის საპირისპიროდ, პერიფერიული პროცესები გულისხმობენ, რომ ადამიანები სერიოზულად არ ეკიდებიან შეტყობინებას და რეაგირებენ სიტუაციის ზედაპირულ მანიშნებლებზე (მაგალითად, როგორიცაა ინფორმაციის წყაროს ფიზიკური მომხიბვლელობა ანდა დამოკიდებულებების შეცვლა მხოლოდ მეგობრის გავლენის გამო). განასხავებენ მთელ რიგ ინდივიდუალურ და სიტუაციურ ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებენ დარწმუნების პროცესს. მაგალითად, პიროვნული შესაბამისობის მაღალ დონეს გადამუშავების ცენტრალურ პროცესებამდე მიყვავართ, როდესაც ამგვარი რელევატურობის დაბალი დონე ზრდის ალბათობას, რომ დამოკიდებულება ჩამოყალიბდება ან შეიცვლება პერიფერიულ პროცესებზე დაყრდნობით. ის თუ რა ხარისხით და როგორ გადამუშავდება ინფორმაცია დამოკიდებულების ობიქტის შესახებ, თავის მხრივ, განაპირობებს ამ დამოკიდებულების სიძლერეს: რამდენად იქნება დამოკიდებულება მყარად შენარჩუნებული დროთა განმავლობაში და მოგვცემს თუ არა ის, ქცევის პროგნოზირების საშუალებას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:  

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of Psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: