ეგოს დაცვის მექანიზმები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Ego Defense Mechanisms

ფსიქიკური სტრატეგიები, რომლებსაც ეგო ყოველდღიური კონფლიქტებისაგ ან თავის დასაცავად და შფოთვის შესამცირებლად იყენებს. ფსიქოანალიტიკური თეორიის თანახმად, ეგოს დაცვის მექანიზმებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შინაგან კონფლიქტებთან გამკლავებისას. მათი გამოყენებით ინდივიდი ინარჩუნებს მეს როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სოციალურად მისაღებ ხატს.

დაცვის ყველა მექანიზმისთვის დამახასიათებელია ორი რამ: (1) ისინი მოქმედებენ არაცნობიერ დონეზე და (2) ამახინჯებენ, უარყოფენ ან აყალბებენ რეალობის აღქმას.

ეგოს დაცვის ძირითადი მექანიზმებია:

რეპრესია/განდევნა - ითვლება დაცვის ყველაზე ძირეული მექანიზმად. ესაა სახიფათო ან მტკივნეული გამოცდილების, მიუღებელი აზრებისა და იმპლუსების განდევნა ცნობიერიდან. განდევნილი ელემენტი კვლავ ფსიქიკის ნაწილად რჩება და მუდმივად ცდილობს რა გამოსასვლელის პოვნას, მოითხოვს ენერგიის სისტემატურ ხარჯვას არაცნობიერში მისი შენარჩუნებისთვის.

რაციონალიზაცია - დაუშვებელიდა მიუღებელი აზრებისა და ქმედებებისათვის დაშვებული მიზეზების ძიების პროცესი, რომლითაც ადამიანი პოულობს ლოგიკურად ან ეთიკურად და სოციალურად მისაღებ ახსნასა და ქცევის გამართლებას.

უარყოფა - მეს დაცვა არასასიამოვნო რეალობისგან მის აღქმაზე უარის თქმით.

რეაქციისფორმაცია - მიუღებელი და სახიფათო ქცევებისა და გრძნობების შეჩერება რადიკალურად საწინააღმდეგო ქცევების განხორციელებით.

პროექცია - სხვა ვინმესთვის ან რაიმესთის იმ თვისებების, გრძნობების ან განზრახვების მიწერა, რომელიც თავად ადამიანში არსებობს. საკუთარი აკრძალული სურვილების სხვებისთვის მიკუთვნება.

იზოლაცია - შფოთვის გამომწვევი ასპექტების განცალკევება დანარჩენი ფსიქიკიდან. დანაწევრების ოპერაცია, როცა საზიანო სიტუაციიდან ემოციური მუხტის მოშორება ან შეუთავსებელი დამოკიდებულებების ლოგიკურად დაკავშირებულ ნაწილებად დანაწევრება ხდება. იზოლირებულ პრობლემებზე საუბრისას ადამიანი შეიძლება მათ ყოველგვარი გრძნობების გარეშე აღწერდეს ისე, თითქოს ეს ყველაფერი ვიღაც მესამე პირს გადახდა თავს.

რეგრესია - განვითარების უფრო ადრეულ ეტაპზე ან გამოხატვის უფრო მარტივ, ბავშვურ გზაზე დაბრუნება. რეგრესია შფოთვის შემცირების ხერხია რეალურ აზროვნებაზე უარის თქმის გზით იმ მოქმედებათა სასარგებლოდ, რომლებიც წარსულში ამცირებდნენ შფოთვას.

ჩანაცვლება - მიუღებელი იმპულსებისა და სახიფათო ობიექტის შედარებით უფრო მისაღები და ნაკლებად სახიფათო ობიექტით შეცვლა.

სუბლიმაცია - აგრესიული და სექსუალური ლტოლვების სოციალურად სასურველ და ღირებულ (ხშირად მხატვრული, ინტელექტუალური ან კულტურული ხასიათის) ქმედებებად გარდაქმნა. სუბლიმაცია “წარმატებული დაცვის მექნიზმის” სახელით არის ცნობილი. სხვა დაცვის მექანიზმებისგან განსხვავებით, ის რეალურად ხსნის და მთლიანად აქრობს დაძაბულობას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: