ელექტრონულ მმართველობაში იგულისხმება: (1) ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენება სამთავრობო სერვისის მხარდასაჭერად და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის უზრუნველსაყოფად. (2) სამთავრობო სერვისის ინტერნეტით განხორციელება. ჩრდილოეთ კაროლინაში მოქალქეებს საკუთარი საკრედიტო ბარათით ავტომობილის რეგისტრაციის ლიცენზიის განახლება შეუძლიათ. მაიამიში კი, საჯარიმო ტალონის ელექტრონულად გადახდა 24-საათიანი გრაფიკით კვირის ნებისმიერ დღეს. კალიფორნიის რივერსაიდის ოლქში ქონების გადასახადის ელექტრონულად გადახდაა შესაძლებელი. ელექტრონული მმართველობის მთავარი არსი ისაა, რომ მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი იყოს მთავრობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება შემდეგი სლოგანით „უმჯობესია ელექტრონული სისტემა, ვიდრე რიგებში დგომა“. ელექტრონულ მმართველობას ორი სახე აქვს: შინაგანი და გარეგანი. შინაგანი სახე თავად მთავრობის შიდა ოპერაციებს ასახავს, მაგალითად, ინტერნეტის გამოყენება შესყიდვებისათვის, ელექტრონული ფორმები და ქსელზე დაფუძნებული მენეჯმეტის საინფორმაციო სისტემები. გარეგანი სახე მოქალაქეებისა და ბიზნესისათვის განკუთვნილ ელექტრონულ სერვისებს ეხება, მაგალითად, საზოგადოებრივი კალენდარი, გადასახადების გადამხდელთა პორტალები და დასაქმების სააპლიკაციო ფორმები. ელექტრონული მმართველობა ყოვლისმომცველი ტერმინია, რომელიც ინტერნეტის ნებისემიერი სახით გამოყენების ფორმას აერთიანებს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.