ბიზნესზე, მრეწველობასა და სხვა პროფესიულ საქამიანობაზე შეზღუდვების მოხსნა. დერეგულაციისაკენ მიმართული თანამედროვე მოძრაობა, რომელსაც შეერთებულ შტატებში ორივე პარტია (დემოკრატები და რესპუბლიკელები) უჭერდა მხარს ერთმანეთისაგან განსხვავებული მიზეზების გამო, რეალურად ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის დროს დაიწყო და მას ალფრედ კანი (Alfred kahn) ხელმძღვანელობდა სამოქალაქო აერონავტიკის საბჭოდან (Civil Aeronautics Board). რესპუბლიკელები იმთავითვე მთავრობის ბიზნესში ჩარევის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი და, აქედან გამომდინარე, დერეგულაციას უჭერდნენ მხარს. დემოკრატების მოტივატორს კი დერეგულაციის მხარდაჭერის გამო, გაზრდილი საბაზრო კონკურენციით გამოწვეული ფასების მოსალოდნელი დაწევა განაპირობებდა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.