საჯარო პოლიტიკურ-მმართველობითი ციკლის მოდელები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cycle Model of Public Policymaking

საჯარო პოლიტიკურ-მმართველობითი ციკლის სტადიური მოდელები საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესს წარმოადგენს თანამიმდევრული სტადიებისა და ფაზების დინამიური პროცესის სახით. მათ პროცესუალური (policy process),  სტადიური (stagist), წრიული (circular), ციკლური (policy cycle) და, ზოგჯერ, ცხოვრებისეული ციკლის (policy life cycle)  სახელითაც კი მოიხსენიებენ. XX საუკუნის 70-იან 80-იან წლებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა აღქმაში ასეთი მოდელები მიიჩნეოდა საბაზისო მოდელებად, რომლებიც დღემდე  პოპულარობას ინარჩუნებენ. დღესაც კი მათ არაერთი მიმდევარი და მხურვალე მხარდამჭერი ჰყავთ. ამ მოდელის საფუძველზე პოლიტიკის გადაწყვეტილებათა მიღება აღიქმება ერთიანი პროცესის სახით, რომელიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირსა და თანხმობაში მყოფი ცალკეული სტადიებისგან შედგება და სოციალურ-პოლიტიკურ სივრცესა და დროში ვითარდება. ეს პროცესი ატარებს ციკლურ-წრიულ ხასიათს - თითოეული მისი შემადგენელი ელემენტი უზრუნველყოფს უკუგებას და ქმნის პირობებს შემდგომი ფაზის განვითარებისთვის. საჯარო პოლიტიკის სტადიების სახით განიხილება: პოლიტიკის ინიცირება, პოლიტიკის დღის წესრიგის ფორმირება, პოლიტიკის ფორმულირება, პოლიტიკის დამტკიცება, პოლიტიკის შეფასება და ა.შ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: