მარჯვე/რკინის სამკუთხედები

Cozy Triangles/Iron Triangles

სამთავრობო სააგენტოების, ინტერესთა ჯგუფების და საკანონმდებლო კომიტეტების ან ქვეკომიტეტების საერთო საზრუნავის შესახებ ურთიერთკავშირი, რომელზეც მათი იურისდიქცია ვრცელდება. ასეთი კოალიციები საერთო მიზნის მიღწევის მიზნით მუდმივად ცვლიან ინფორმაციას, სერვისებს და ფულს (ინტერესთა ჯგუფიდან საკანონმდებლო კომიტეტების წევრებისათვის საკამპანიო შენატანების გადარიცხვის ფორმით და კომიტეტის მიერ სააგეონტოსათვის ბიუჯეტის დამტკიცებით). როგორც ერთი მთლიანობა, მათთვის საერთო არეალში რკინის სამკუთხედის წევრები პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში დომინირებენ. სამკუთხედის წევრებს შორის იმდენად მყარი კავშირია, რომ მათი შეკავშირების ფორმულად რკინისებური სიმყარე გამოიყენება. სამკუთხედის წევრებს შორის მხარდამჭერი ურთიერთობები იმდენად ძლიერია, რომ სამკუთხედს მიღმა არსებულ აქტორებს შორის კავშირი მინიმუმამდე შეიძლება შეიზღუდოს. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: