კ–ს ხშირად ალტერნატიულ კულტურასაც უწოდებენ, რითაც აღინიშნება სუბკულტურის ის ფორმა, ანუ ღირებულებებისა და ნორმების ის სისტემა, რომელიც არათუ განსხვავდება გაბატონებული კულტურისაგან, არამედ უპირისპირდება კიდეც მას. კ. შეიძლება შეიქმნას საერთო ინტერესების ან სოციალური გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მკვეთრად განსხვავებულია იმისაგან, რასაც საზოგადოების უმრავლესობა „ჩვეულებრივად“ ან „ნორმალურად“ მიიჩნევს. განსაზღვრული კ–ის არსებობას პროცესუალური და კონტექსტუალური ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაპირისპირება გაბატონებულ კულტურასთან შეიძლება შესუსტდეს ან საერთოდ გაქრეს კიდეც. კ. ხშირად ასოცირდება ისეთ ალტერნატიულ კულტურასთან, როგორიც იყო ჰიპების მოძრაობა XX ს–ის 60-იან წლებში, თუმცა, იგი შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური პრინციპების გარშემოც, როგორიცაა, მაგალითად, მწვანეთა მოძრაობა.
კონტრკულტურა
counter-culture
კატეგორია: