ცდის პირების ისეთი შერჩევა, რომელიც მკვლევარისათვის უფრო ხელმისაწვდომია ან ხელსაყრელია. ამ მეთოდის არსი ისაა, რომ შეირჩევა გენერალური ერთობლიობის (პოპულაციის) ნებისმიერი წარმომადგენელი. ასეთი შერჩევა არ არის რეპრეზენტატიული (წარმომადგენლობითი), მაგრამ მოითხოვს მინიმალურ დანახარჯებს. ცალკეულ შემთხვევებში, როცა პოპულაცია გამოირჩევა მაღალი ერთგვაროვნებით, როგორიცაა მაგალითად, ადამიანების გარკვეული მარგინალური ჯგუფები ან ადამიანთა ცხოვრების ინტიმურ მხარეთა შესწავლისას, ხელმისაწვდომი შერჩევის გამოყენება შეიძლება, მისაღები აღმოჩნდეს. ყველაზე ხშირად ამ ტიპის შერჩევას იყენებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აუდიტორიის გამოკვლევაში თვით ამ ინფორმაციის საშუალების გამოყენებით, აგრეთვე ინტერაქტიურ გამოკითხვებში რადიოთი, ტელევიზიით და ინტერნეტით.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა