შემთხვევითობის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Contingency Theory

აღნიშნული თეორია, ასევე აქტიურად მოიხსენიება სიტუაციური თეორიის სახელით. პირველად, სიტუაციური თეორია გამოიყენეს ლიდერობის ამა თუ იმ სტილის სხვადასხვა სიტუაციაში რელევანტურობის დასადგენად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მიჩიგანისა და ოჰაიოს უნივერსიტეტებში განხორციელებული კვლევები. აღნიშნული თეორიული მიდგომით და არაერთი ემპირიული მონაცემით მტკიცდება, რომ სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდიდარე მართვის სტილი ეფექტურობის მიხედვით შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. სიტუაციური თეორიის მიხედვით, სიტუაცია და არა თვისებები ან თავად ლიდერობის სტილი განსაზღვრავს, იქნება თუ არა ლიდერის სტილი ან გარკვეული ლიდერი ეფექტური. შემთხვევითობის, იმავე სიტუაციური თეორიის მიხედვით, არ არსებობს რომელიმე კონკრეტული გზა, თუ როგორი უნდა იყოს ეფექტური ლიდერი და ეს ყოველ ჯერზე სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო ლიდერობის სტილის შეცვლის უნარზეა დამოკიდებული. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: