ორი თვისებრივი ცვლადის (სახელდების ან რიგის სკალის ცვლადი) ერთობლივი განაწილების წარმოდგენის საშუალებაა. ასეთ ცხრილში მოცემულია შერჩევის ობიექტთა სიხშირეთა განაწილება ორივე ცვლადის (ნიშნის) დონეთა მიხედვით ანუ თუ A ნიშნის დონეებია ხოლო B ნიშნის შეუღლების ცხრილს ექნება r სტრიქონი და c სვეტი (rc ცხრილი). ცხრილის ყოველი უჯრედი განისაზღვრება მისი სტრიქონისა და სვეტის ნომრით. ცხრილის სტრიქონები შეესაბამებიან ერთი ნიშნის (A) მიხედვით დაჯგუფებას, სვეტები კი მეორე ნიშნით (B) დაჯგუფებას. სვეტის და სტრიქონის გადაკვეთაზე უჯრედში დგას ორივე ნიშნის ერთობლივი განხორციელების დაკვირვებული სიხშირე (observed frequency).
სტრიქონის ყველა უჯრედის სიხშირეების ჯამს ეწოდება სტრიქონის მარგინალური სიხშირე, ესენია ხოლო სვეტის ყველა უჯრედის სიხშირეების ჯამს ეწოდება სვეტის მარგინალური სიხშირე, სტრიქონების (სვეტების) შესაბამისი ყველა მარგინალური სიხშირის ჯამი უდრის შერჩევის მოცულობას უჯრედებში შეიძლება, წარმოდგენილი იყოს როგორც სიხშირეები, ასევე ფარდობითი სიხშირეები (ათწილადებით ან პროცენტებით). ნიშანთა შეუღლების ცხრილები გამოიყენება ჰიპოთეზათა შემოწმების ამოცანებში ორ ნიშანს შორის სტატისტიკური კავშირის დასადგენად.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა