თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც რიგში ადგილმდებარეობის ეფექტზე შეიძლება გავლენა მოახდინოს კონტექსტმა და გამოკვეთილმა წარსულმა გამოცდილებამ. სხვა სიტყვებით, სიტყვების აღდგენის მრუდის ფორმა მკწრივის წევრების განსხვავებული კონტექსტუალური მნიშვნელობით, ინდივიდის ცხოვრებისეული გამოცდილების შინაარსების განსხვავებული მნიშვნელობით და სხვა ფაქტორებით აიხსნება.
კონტექსტუალური გამოკვეთისა და განსხვავების გასაგებად შეიძლება დავსვათ კითხვა: „რამდენად განსხვავდებოდა სიტუაცია (კონტექსტი), რომელშიც მიიღეთ ინფორმაცია იმ სიტუაციისგან, რომელშიც უნდა აღადგინოთ ის?“
განვიხილოთ მაგალითი: შეხედეთ სურათს, რომელზეც ვიზუალური კონტექსტუალური გამოკვეთის მაგალითია მოცემული. წარმოიდგინეთ, რომ სურათზე მატარებლის ლიანდაგს ხედავთ. თქვენი ყურადღება ლიანდაგის ბოლოზეა (სურათის უკანა ნაწილზე) მიმართული და ხედავთ, რომ ბოლოში, ჰორიზონტზე ლიანდაგების ძელები თითქოს ერთმანეთს უერთდებიან, თუმცა თანაბრად არიან სივრცეში დაშორებულნი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა ნაწილში განლაგებული ლიანდაგები გვეცემა თვალში და ის თქვენი (ლიანდაგის ბოლოსგან) კონტექსტისგან განსხვავებულია. ახლა წარმოიდგინეთ, რომ გინდათ, მოიგონოთ ბოლოს ნანახი ათი ფილმი. ამ შემთხვევაშიც ლიანდაგის მსგავსი სიტუაცია გვაქვს. უმრავლეს შემთხვევაში თქვენ ბოლოს ნანახ ფილმს უკეთ წარმოიდგენთ, რადგან ერთმანეთში არეული ფილმებიდან იმას გამოყოფთ, რომელიც უფრო ახლო წარსულს მიეკუთვნება. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, „შუა“ ინფორმაცია უკეთ დახსომებადი გახდება, თუ მას უფრო გამოვკვეთავთ (ერთმანეთში არეული აღარ იქნება). სწორედ ეს იდეაა წარმოდგენილი სურათზე, რომელშიც ლიანდაგები ერთმანეთისგან თანაბრად არიან დაშორებულნი.
მკვლევრებმა სივრცესა და დროს შორის ანალოგიის ლოგიკა მეხსიერების ექსპერიმენტში გამოიყენეს. კვლევის მონაწილეებს სთხოვდნენ ასოთა მწკრივების დამახსოვრებას, მაგრამ განსხვავებლი დროითი ინტერვალის პირობებში. დროის ეს ცვლილება შემდეგნაირად ხორციელდებოდა: მონაწილეებს უნდა წაეკითხათ შემთხვევითი რიცხვების გარკვეული რაოდენობა, რომელიც კომპიუტერის ეკრანზე ასოებს შორის ჩნდებოდა. ჩვეულებრივ პირობებში, სურათის A ნაწილის მსგავსად, ორ წყვილს შუა ორი ციფრი ჩნდებოდა. პროპორციულ პირობებში კი (B ნაწილის მსგავსად) პირველ წყვილს შორის ოთხი ციფრი იყო, ხოლო ბოლო წყვილებს შორის — არც ერთი. ამის შედეგად წინა ციფრები უფრო გამოკვეთილი უნდა ყოფილიყო ისევე, როგორც ლიანდაგის შემთხვევაში მოშორებული ძელი ჩანდა უფრო შორს. მართლაც, კვლევის მონაწილეები უკეთ იმახსოვრებდნენ შორეულ (ადრე აღქმულ) მასალას იმ შემთხვევაში, როცა ეს წევრები უკვეთ იყვნენ გამოკვეთილნი.
ეს ექსპერიმენტი იმაზე მიუთითებს, რომ სტანდარტული დაბოლოების ეფექტი იმიტომ ხდება, რომ მწრივის ბოლო წევრები უკვე ავტომატურად გამოკვეთილია. იმავე პრინციპით შეიძლება ავხსნათ დასაწყისის ეფექტი: ყოველ ჯერზე თქვენ რაღაც ახალს იწყებთ, ახალ კონტექსტს ქმნით. ამ ახალკონტესტში პირველი რამდენიმე მოცემულობაა გამოკვეთილი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.