კონსტანტობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Constancy

ზოგადად, შეგრძნების რეცეპტორებში სტიმულაციის ცვლილების მიუხედავად, სამყაროს, როგორც უცვლელის, მდგრადისა და სტაბილურის აღქმა. უფრო კონკრეტულად აღქმის ანუ პერცეპტული კონსტრანტობა (perceptual constancy) არის საგნის ხატის უცვლელად დარჩენა, ბადურაზე ანუ რეტინალური გამოსახულების ცვლილების მიუხედავად.

უხეშად რომ ვთქვათ, თქვენ აღიქვამთ დისტალური სტიმულების, ჩვეულებრივ, მდგრად თვისებებს და არაპროქსიმალური სტიმულების თვისებებს, რომლებიც თავისა და თვალების მოძრაობისას მუდმივად იცვლება. სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სამყაროში არსებული ობიექტების მუდმივი და სტაბილური თვისებების აღქმას, სინათლის პატერნების თვისებების იმ უთვალავი ვარიაციის მიუხედავად, რომელიც თვალების სტიმულირებას ახდენს. აღქმის უმთავრესი ამოცანაა, გარემოს უცვლელი (ინვარიანტული) თვისებების აღმოჩენა, მათი რეტინალური გამოსახულებების ვარიაციების მიუხედავად. განიხილება აღქმის, სიდიდისა და ფორმის, ორიენტაციისა და ფერის კონსტანტობა.

ორიენტაციის კონსტანტობა

თუ ტექსტის კითხვისას თავს გვერდზე გადახრით, გარემო გადახრილად არ მოგეჩვენებათ. ორიენტაციის კონსტანტობა არის სამყაროში საგნების რეალური ორიენტაციიის აღქმა, ბადურაზე მათი ორიენტაციის ცვლილების მიუხედავად. ორიენტაციის კონსტანტობა ეყრდნობა შიდა ყურის ვესტიბულარული სისტემიდან მიღებულ ინფორმაციას თავის დახრილობაზე. ვესტიბულარული სისტემიდან მიღებული ინფორმაციისა და რეტინალური ორიენტაციის კომბინირებით, ჩვენი ვიზუალური სისტემა, ჩვეულებრივ, გარემოში არსებული ობიექტის ზუსტ აღქმას აყალიბებს. ნაცნობ გარემოში წარსული გამოცდილება რეალურ ორიენტაციაზე დამატებით ინფორმაციას იძლევა. თუმცა, შეიძლება, გაგიჭირდეთ რთული და უცნობი ფიგურების ამოცნობა, თუ ისინი უჩვეულო ორიენტაციითაა მოცემული.  როდესაც ფიგურა რთულია და სხვადასხვა ნაწილისაგან შედგება, ორიენტაციის აღსაქმელად თითოეული ნაწილის მიმართულება ცალ-ცალკე უნდა მოაწესრიგოთ. ასე რომ, სანამ ერთ ნაწილს სათანადო მიმართულებით აბრუნებთ, დანარჩენ ნაწილებს ჯერ კიდევ მოუბრუნებლად აღიქვამთ.

ფერის კონსტანტობა

ფერის კონსტანტობა არის განათების ხარისხის ცვალებად პირობებში ობიექტების სითეთრის, სირუხის ან სიშავის უცვლელად აღქმის ტენდენცია. სხვა კონსტანტობის მსგავსად, ფერის კონსტანტობასაც საკმაოდ ხშირად განვიცდით ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, დავუშვათ, გაცვიათ თეთრი მაისური და ბნელი ოთახიდან ნათელ, მზის შუქით განათებულ ქუჩაში გადიხართ. მზის სინათლეზე მაისურიდან გაცილებით მეტი სინათლე აირეკლება თქვენს თვალებზე, ვიდრე ბნელ ოთახში, თუმცა, ორივე შემთხვევაში ის თითქმის ერთნაირად ნათლად გეჩვენებათ. აქ, ფაქტობრივად, ფერის კონსტანტობა მოქმედებს, რადგან საგნიდან არეკლილი სინათლის პროცენტული რაოდენობა დაახლოებით იგივე რჩება, სინათლის აბსოლუტური ოდენობა კი იცვლება. ნათელი თეთრი მაისური ირეკლავს არსებული სინათლის 80-90%-ს, შავი ჯინსი – დაახლოებით 5%-ს, ამიტომ, როდესაც მათ ერთსა და იმავე სიტუაციაში ვხედავთ, მაისური ყოველთვის უფრო ნათელი ჩანს, ვიდრე ჯინსი.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: