ალბათობა იმისა, რომ ნდობის ინტერვალი ფარავს პარამეტრის ჭეშმარიტ მნიშვნელობას. პოპულაციის უცნობი პარამეტრის შესაფასებლად გამოიყენება ნდობის ინტერვალი, რიცხვითი ინტერვალი, რომელშიც ეს უცნობი პარამეტრი გარკვეული საკმარისად დიდი (ერთთან ახლოს) ალბათობით მოხვდება. სწორედ ამ ალბათობას ეწოდება ნდობის (საიმედოობის) დონე. ნდობის ალბათობად ხშირად, როგორც წესი, იღებენ 0.95-ს ან 0.99-ს. მაგალითად, თუ პოპულაციის უცნობი პარამეტრია, მაშინ ნდობის ალბათობა ასე განიმარტება სადაც ნდობის ინტერვალია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა