კონკორდატი

Concordat

რომის პაპის, როგორც კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ხელშეკრულება რომელიმე სახელმწიფოსთან, რომელიც არეგულირებს კათოლიკური ეკლესიის მდგომარეობას მოცემულ სახელმწიფოში და მის მიმართებას ვატიკანთან. ეს ტერმინი სხვა კონტექსტში შეიძლება გამოყენებული იყოს ძირითადად „შეთანხმების“ აღსანიშნავად. ასეთია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული კ., რომელშიც განსაზღვრულია მათი ურთიერთდამოკიდებულების უმნიშვნელოვანესი საკითხები. კ. შეიძლება შეგვხვდეს არა ეკლესიასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ურთიერთობის აღმნიშვნელად, არამედ წმინდა პოლიტიკური მნიშვნელობითაც. ასე მაგ., მოიხსენიებენ შვიდი შვეიცარიული კანტონის კ–ს (1832), რომელსაც მიზნად ჰქონდა ლიბერალური და დემოკრატიული რეფორმების გატარება ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში, ქვეყნის ცენტრალიზაცია და ა.შ.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: