ძველ საბეძნეთში სახალხო კრების ყველაზე უფრო გავრცელებული სახელწოდება. დემოკრატიულ პოლისებში (მაგ. ათენში, ძვ.წ. V ს.) სახელმწიფოს უმაღლესი ორგანო იყო. მას ჰქონდა სრული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ძალაუფლება, ირჩევდა თანამდებობის პირებს და ახორციელებდა მათზე მუდმივ კონტროლს. 2. რელიგიური ორგანიზაცია, სარწმუნოებისა და კულტის ერთიანობაზე დამყარებული ამა თუ იმ რელიგიის მიმდევართა გაერთიანება, ადგილი, სადაც სრულდება რელიგიური რიტუალები. მისი ძირითადი განმასხვავებული ნიშნებია: მეტ-ნაკლებად დამუშავებული დოგმატური და საკულტო სისტემა, იერარქიული ხასიათი და მმართველობის ცენტრალიზაცია, მორწმუნეთა დაყოფა კულტის პროფესიულ მსახურებად (სამღვდელოება) და რიგით მორწმუნე ერისკაცებად (მრევლი). ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გამწვავებასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტად იზრდება ე-ის როლი როგორც ცალკეული ქვეყნების შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი