სუფთა ჰაერი, უსაფრთხო ქუჩები და საგადასახადო ხვრელები, რომელთა მოპოვების უფლებაც დაუშვებელია ჯგუფის წევრს ჩამოერთვას და რომელიც საერთო საკუთრებაა. ეს ჯგუფი კი შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს, როგორც მთელი საზოგადოების ან მისი ნაწილის სახით. კოლექტიური ქმედების ლოგიკაში მანკურ ოლსონი (Mancur Olson, 1965) ადგენს, რომ პატარა ჯგუფები კოლექტიური სიკეეთეების მოპოვებისას უფრო წარმატებულნი არიან. რაც უფრო დიდია ჯგუფი, უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ უმრავლესობის სურვილი მიმართული იქნება „კოლექტიური სიკეთეების“ მოსაპოვებლად. ისევე როგორც სამხედრო სტრატეგიაში, აქაც უმნიშვნელოვანესია კონცენტრაცია. აქედან გამომდინარე, რომელიმე ინდუსტრია უფრო წარმატებულად აითვისებს საგადასახადო ხვრელებს, ვიდრე ფართო საზოგადოება მიაღწევს დაბეგვრის სამართლიანობას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.