კოგნიტურ-ბიჰევიორალური მოდიფიკაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cognitive Behavioral Modification

კოგნიტურ-ბიჰევიორალური მოდიფიკაცია წარმოადგენს სხვადასხვა მეთოდისა და სტრატეგიის თერაპიულ ნაზავს, რომელიც მიმართულია ქცევის ცვლილებისაკენ. კოგნიტურ-ბიჰევიორალური მოდიფიკაცია თერაპიის პროცესში კლიენტის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს, რათა კლიენტმა კარგად გააცნობიეროს საკუთარი აზრები, ემოციები, ქცევები და მოახერხოს მათი გაკონტროლება.   

კოგნიტურ-ბიჰევიორალურ მოდიფიკაციას, როგორც მიდგომას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული მრავალი კვლევა და პრატიკული ნაშრომი მიეძღვნა ამ საკითხს. განსახავებით წმინდად ბიჰევიორალური მოდიფიკაციისაგან, რომელიც მხოლოდ ქცევით ცვლილებებზე მუშაობს, კოგნიტურ-ბიჰევიორალური მოდიფიკაციის სამიზნე არა მხოლოდ ქცევა, არამედ მის უკან მდგომი  კოგნიციაც არის. ეს მიდგომა ეფუძნება მოსაზრებას, რომ ინდივიდის ქცევა გაშუალებულია „შინაგანი მონოლოგით“. შესაბამისად, თუკი შევცვლით კოგნიციას, ის აუცილებლად გამოიწვევს მისგან წარმოებული ქცევის ცვლილებასაც.

კოგნიტურ-ბიჰევიორალური მოდიფიკაცია შეგვიძლია განვიხილოთ როგორც თერაპიული მიდგომა, რომელიც, ერთი მხრივ, დიდ მნიშვნეობას ანიჭებს კოგნიციის გავლენას მოტივაციასა და ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე დიდ აქცენტს აკეთებს პირობითი განმტკიცების ბიჰევიორალურ გავლენაზე  ქცევის ცვლილებაში.  ამ თერაპიული მიდგომის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ „ჩვენ ვართ ის, რასაც შთავაგონებთ საკუთარ თავს, რომ უნდა ვიყოთ და ვაკეთებთ იმას, რაც გვგონია რომ უნდა ვაკეთოთ“.

შესაბამისად, თუკი ჩვენ არასწორ და პრობლემურ სქემებს ვეყრდნობით, რომლებსაც, თავის მხრივ, არასასურველი და მიუღებელი ქცევითი რეაქციებისაკენ მივყავართ, საჭიროა მათი მოდიფიცირება. ეს  ახლებური კოგნიტური სტრუქტურირებით  არის შესაძლებელი.  თუკი პიროვნებას გააჩნია უარყოფითი მოსაზრება საკუთარი თავის შესახებ:  მაგალითად,  ფიქრობს, რომ „წვეულებებზე საშინლად მოსაწყენია ხოლმე და ამიტომაც,  არავის სურს მისი ნახვა“ - ასეთ შემთხვევაში თერაპევტი აქტიურად იწყებს მუშაობას კლიენტთან ერთად, რათა მოხდეს საკუთარ თავზე უარყოფითი გამონათქვამების შეცვლა უფრო კონსტრუქციული, ადეკვატური და ქმედითი გამონათქვამებით. ზემოთ ხსენებულ სიტუციაში ასეთი ტიპის გამონათქვამი იქნებოდა: “თუკი მსურს, რომ საინტერესოდ გამოვიყურებოდე, მომავალ ჯერზე შემიძლია საუბარი რაიმე დამაინტრიგებელი ფრაზებით ან კარგი ხუმრობით დავიწყო.“

კოგნიტურ-ბიჰევიორალური მოდიფიკაცია თერაპიის პროცესში თვითეფექტურობის გაზრდას ისახავს მიზნად და კლიენტს ქცევის წარმატებულობისაკენ განაწყობს, რაც რეალისტური სტრატეგიების დასახვას და მათ მისაღწევად განხორციელებულ ადეკვატურ ქცევებს გულისხმობს. შედეგად ვითარდება ქცევის კონტროლის განცდა, გაწაფულობის შეგრძნება და საკუთარი თავის რწმენა ანუ თვითეფექტურობა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Mayer, M.J; Acker, V. R; Lochman J.E.; Gresham F.M (2009) Cognitive Behavioral Interventions for Emotional and Behavioral Disorders. Guilford Press; NY

კატეგორია: 
ავტორები: