კოეფიციენტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Coeficient

პირდაპირი მნიშვნელობით – ერთად წარმოქმნილი (შექმნილი). 1. რიცხვითი ან ასოითი მამრავლი ალგებრულ გამოსახულებაში; 2. ფიზიკაში – სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური სხეულის რაიმე თვისებას, მაგალითად, ხახუნის კ–ს. 3.სტატისტიკაში – მნიშვნელობა, რომელიც უჩვენებს ფაქტორებს შორის ურთიერთკავშირის ხარისხს. ეს მნიშვნელობა ყველაზე ხშირად ვლინდება შედგენილ ფორმებში, მაგალითად, კორელაციის კ–ში.სოციალური მეცნიერებები მიმართავენ – ავადობის, ბავშვთა სიკვდილიანობის, ინტელექტის, გაყრების, დაბადებისა და სხვა მრავალგვარი კორელაციის კ–ს (იხ. კორელაცია)კ. (ძალაუფლების) საარჩევნო ბლოკის გავლენის შეფასების საშუალებაა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ეს ბლოკი დაიკავებს დამოუკიდებელ პოზიციას და მისი გავლენა გადამწყვეტი აღმოჩნდება ამა თუ იმ პროექტის გამარჯვების ან დამარცხებისას. ძალაუფლების კ. ოფიციალურად შემოთავაზებულ იქნა ლაიონელ პერნოუზის მიერ 1946 წელს, თუმცა მსგავსი იდეა ჯერ კიდევ 1787 წელს ანტიფედერალისტმა მარტინ ლუთერმა გამოთქვა. ყველაზე უფრო ცნობილია შეპლი–შუბიკის კ. სამწუხაროდ, სხვადასხვა კ. ერთი და იმავე სიტუაციის სხვადასხვა შეფასებებს იძლევა. ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ასეთ კ–ებს საერთოდ არა აქვს აზრი. მიუხედავად ამისა, ამ იდეის მომხრეები ცდილობენ გამოიმუშაონ რაღაც საერთო კრიტერიუმი, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.

კატეგორია: 
ავტორები: