დებულება ქცევის პროფესიული სტანდარტების შესახებ, რომელსაც ამ პროფესიის პრაქტიკოსები აწერენ ხელს და, შესაბამისად, დეკლარირების დონეზე მაინც იზიარებენ მის ძირითად პოსტულატებს. ეთიკის კოდექსის დაცვა, როგორც წესი, იურიდიულად სავალდებულო არ არის, ამიტომაც, როგორც ქცევის შემაფერხებელი ბერკეტი, ის ნაკლებად უნდა განიხილებოდეს. ეთიკის კოდექსის დაცვის ან დარღვევის შემთხვევებზე მსჯელობა ხშირად დგება დღის წესრიგში პოლიტიკური კამპანიების დროს, როდესაც რომელიმე მხარის ქცევა მიჩნეულია პროფესიული კოდექსის დარღვევად. პროფესიულ ჯგუფებს, ასევე აქვთ კოდექსი, რომლითაც იცავენ ან აკრიტიკებენ საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ მოქცეულ თავიანთ წევრებს. პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიდგომით, ადამიანები, რომლებიც მთავრობაში მოსვლას გეგმავენ, არ უნდა აპელირებდნენ ეთიკის კოდექსზე, ასევე არ უნდა დაარწმუნონ საკუთარი თავი, რომ თავიანთი საქციელის გამო, მომავალში რაიმე სახის პასუხისმგებლობას გაექცევიან (U.S News and World Report, 1981 წლის 19 იანვარი). თუმცა, პრობლემად რჩება ისეთი შემთხვევები, როცა ზოგიერთ ადამიანს სჭირდება დახმარება იმის გასარკვევად, თუ რა მიეკუთვნება ეთიკურ ქცევად და რა არა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press