Clericalism
პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ცდილობს რელიგიის და ეკლესიის როლის გაზრდას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. თანამედროვე დასავლურ დემოკრატიებში, სადაც განხორციელებულია სახელმწიფოსაგან რელიგიის გამოყოფა, დღეს კ. წმინდა სახით აღარ არსებობს. თუმცა იგი სხვადასხვა სახით იჩენს თავს არა მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების, არამედ ქალთა, ახალგაზრდული კავშირებისა და კონფენსიური პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობაშიც.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: