კლასიკური ორგანიზაციული თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Classic Organization Theory

პირველი თეორიათაგანი, რომელიც სხვა ორგანიზაციული თეორიის სკოლების საყრდენია. ამ თეორიის ძირითადი პოსტულატები, რომლებიც 1700 წლის ინდუსტრიული რევოლუციიდან იღებენ სათავეს და მექანიკურ ინჟინერიას, ინდუსტრიულ ინჟინეერიასა და ეკონომიკაშია ფესვგადგმული, არასოდეს შეცვლილა. ისინი მხოლოდ გაფართოვდა, გაუმჯობესდა და უფრო დაიხვეწა. ასე რომ, კლასიკური ორგანიზიული თეორია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავისი ისტორიული მნიშვნელობის გამო, არამედ თავისი განრგრძობითობისათვის. კლასიკური თეორიის ფუნდამენტური დებულებები ამტკიცებენ, რომ: (1) ორგანიზაციები წარმოებასთან დაკავშირებული და ეკონომიკური მიზნების შესასრულებლად არსებობენ; (2) წარმოების ორგანიზების ერთადერთი სწორი გზა არსებობს და  იგი სისტემატურ, სამეცნიერო გამოკვლევას ეყრდნობა; (3) წარმოების მაქსიმიზება სპეციალიზაციითა და შრომის განაწილებით ხდება; და (4) ხალხი და ორგანიზაციები რაციონალური ეკონომიკური პრინციპის მიხედვით იქცევიან.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: