მეტყველების სპეციფიკური ფორმა, რომლის დროსაც მოზარდები ბავშვთან საუბრისას იყენებენ გადაჭარბებულ ინტონაციას, გამარტივებულ ლექსიკონს, სიტყვათა მარცვლების მელოდიურ შეერთებას, განმეორებით კითხვებსა და საუბრის შენელებულ რიტმს.
ბავშვზე მიმართული მეტყველება ხშირად არავერბალური ბგერით გამოხატულებასაც გულისხმობს. ბავშვზე მიმართული მეტყველება შესაძლოა ყველა ოჯახში განსხვავებული სახით არსებობდეს და მხოლოდ ამ ოჯახისთვის დამახასიათებელი ფორმით ვლინდებოდეს ან გადაეცემოდეს თაობებიდან თაობებს, თუმცა არსებობს კონკრეტული კულტურებისათვის დამახასიათებელი ბავშვზე მიმართული მეტყველებაში ჩართული უნივერსალური სიტყვებიც.
ნებისმიერ კულტურაში ბავშვზე მიმართული მეტყველება წარმოდგენილია როგორ გამარტივებულ სიტყვათა ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიცაა ოჯახის წევრების სახელები, ცხოველების სახელები, საჭმლის დასახელება, სხეულებრივ შეგრძნებებთან დაკავშირებული სიტყვები და გენიტალიების, ძილის, ტკივილის აღმნიშვნელი სიტყვები.
ბავშვზე მიმართულ მეტყველებას პოზიტიური მხარეები გააჩნია: როცა ბავშვი პატარაა შესაძლოა მისთვის ძნელი გასაგები იყოს ზოგიერთ ფიზიოლოგიურ პროცესთან დაკავშირებული მოქმედებების ახსნა, მაგალითად, ტუალეტის ვარჯიში. ამისათვის მშობლები იყენებენ ბავშვზე მიმართულ მეტყველებას, რაც ბავშვისათვის უფრო მეტად მოსახერხებელია. ამავე დროს, ასეთი სიტყვების გამოყენებით მოზრდილები ახერხებენ გამოხატონ თავიანთი სათქმელი ისე, რომ არ დაარღვიონ კონკრეტულ სიტყვებთან დაკავშირებული ტაბუ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
“Child-Directed Speech.” TheFreeDictionary.com. Accessed August 7, 2014.
http://www.thefreedictionary.com/child-directed+speech
“Baby Talk.” Wikipedia, the Free Encyclopedia, August 6, 2014.
http://en.wikipedia.org/w/index.php?title=Baby_talk&oldid=620146194.