ცენტრირება (ცენტრაცია)

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Centration

ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიის თანახმად, ცენტრირება კოგნიტური განვითარების წინაოპერაციული (ოპერაციამდელი) სტადიისთვის (2-დან 7 წლამდე) დამახასიათებელი აზროვნების ერთ-ერთი მახასიათებელია. კერძოდ, ბავშვს არ შეუძლია სიტუაციის, პრობლემის ან ობიექტის ერთდროულად ორი მახასიათებლის, ნიშნის გათვალისწინება. ის ცენტრირებას ახდენს მხოლოდ ერთ ნიშანზე, არ აქცევს ყურადღებას სხვა მახასიათებლებს და, შედეგად, მისი დასკვნები შეიძლება,  მცდარი აღმოჩნდეს.

მაგალითად, ბავშვს აჩვენებენ მრგვალი და ოთხკუთხა ხის ბლოკებით სავსე ყუთს და ეკითხებიან, რომელია მეტი - ხის თუ მრგვალი? მას არ შეუძლია ერთდროულად ორი ნიშანის გათვალისწინება - ფერის და მასალის, რის გამოც არასწორად უპასუხებს აღნიშნულ კითხვაზე.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 806;

მელიქიშვილი, მ. (2012) ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია; თბილისი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, გვ. 23

კატეგორია: 
ავტორები: