საზოგადოებრივი საჭიროების გათვალისწინების ნაცვლად, პირადი მიზნებისა და პრესტიჟისათვის ფინანსური სახსრების გაზრდაზე ორიენტირებული სააგენტოს მენეჯერი. მთავრობის ბინძურ სამყაროში ინდივიდი შესაძლებელია იყოს იმ დონეზე მნიშვნელოვანი როგორც მისი ბიუჯეტია. ბიუროკრატიული შეძახილი „ჩემი ბიუჯეტი უფრო დიდია ვიდრე შენი“ ხშირად ისმის ხოლმე წლიური ბიუჯეტის შემუშავებისას მიმდინარე დაპირისპირების დროს. საქმე გვაქვს უნივერსალურ ფენომენთან, როცა ბიუჯეტის მაქსიმიზაცია ხდება პირველადი მნიშვნელობის საგანი და არა იმაზე ზრუნვა, თუ რა რაოდენობის დანახარჯებია საჭიროა სააგენტოსთვის წლის განმავლობაში დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. სერ ჰამფრი ეპლბი (Sir Humphrey Appleby) ამ ფენომენს ბრიტანეთის საჯარო სამსახურში მომუშავე თავის კოლეგას შემდეგნაირად განუმარტავს - „ჩვენ წარმატებას ვზომავთ ჩვენი პერსონალის და ბიუჯეტის მიხედვით. აქედან გამომდინარე, დიდი დეპარტამენტი უფრო წარმატებულია, ვიდრე პატარა.“
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.