ბიოეთიკა, ფემინისტური კრიტიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Bioethics, Feminist Criticism of

ბიოეთიკა ბიოლოგიის, განსაკუთრებით კი ადამიანის ჯანრთელობის საკითხებთან და ჯანდაცვის სისტემებთან დაკავშირებულ ეთიკურ პრობლემებს შეისწავლის. ბიოეთიკის სფეროში გენდერისა და ძალაუფლების საკითხები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფემინისტები ბიოეთიკისა და გენდერის თანაკვეთის რამდენიმე ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას:

1. ტრადიციული მიდგომების ფემინისტური თვალსაზრისით გადასინჯვა. ფემინისტების აქტივიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიოეთიკის რამდენიმე პრობლემასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რეპროდუქციის საკითხები. აბორტის, ახალი რეპროდუქციული ტექნოლოგიების, სუროგაციისა თუ გენეტიკური ტესტირების საკითხებს დიდი ყურადღება ექცევა ფემინისტურ დებატებში. მეინსტრიმული პერსპექტივა ძირითადად ჩანასახის ინტერესებზე ფოკუსირდება, ხოლო რეპროდუქციული პოლიტიკის ქალებზე ზეგავლენას უგულებელყოფს. ფემინისტთა ნაწილი ხაზს უსვამს ქალის უნიკალურ როლს რეპროდუქციის საკითხში. გარდა ამისა, ფემინისტები აკრიტიკებენ რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საკითხებში ესენციალისტურ მიდგომებს. ისინი ცდილობენ, რეპროდუქციის სამედიცინო თუ სამართლებრივი საკითხები ქალების ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსს დაუკავშირონ.

გარდა ამისა, ფემინისტები კრიტიკულად უყურებენ სამედიცინო კვლევას და ამტკიცებენ, რომ ძალიან ხშირად ერთი შეხედვით გენდერულად ნეიტრალური ფართომასშტაბიანი კვლევები არ უზრუნველყოფს ქალებისა და კაცების თანაბარ მონაწილეობას. შესაბამისად, შეუსწავლელი რჩება ჯანმრთელობის სპეციფიკური საჭიროებები ქალებისთვის. განსაკუთრებით აშკარაა, რომ აივ ინფექციის/შიდსის კვლევისას და სქესობრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის შემუშავებისას ქალების ჯანმრთელობას ნაკლები ყურადღება ეთმობა.

2. ისეთი საკითხების წინ წამოწევა, რომლებიც მეინსტრიმულ მიდგომებში სრულიად უგულებელყოფილი იყო. ფემინისტები ბიოეთიკის სფეროსა და პერსპექტივის გაფართოებას ცდილობენ ეკოფემინისტური პერსპექტივიდან გარემოს დაცვის საკითხების წინ წამოწევით. გარდა ამისა, ისინი მსჯელობენ სამედიცინო სფეროში სხეულის ცნებისა და სქესის კონსტრუირების შესახებ. ისინი ცდილობენ ბიოეთიკაში გენდერულად სპეციფიკური საკითხების - მაგალითად, კვებითი აშლილობების, პლასტიკური ქირურგიის, სექსოლოგიის საკითხების - მიმართ მგრძნობელობის გაზრდას.

ფემინისტთა ნაწილი მოითხოვს ბიოეთიკური თვალსაზრისის გაფართოებას და ანალიზის გასვლას პაციენტისა და მკურნალის ურთიერთობის მიღმა. ფემინისტების აზრით, მნიშვნელოვანია სოციალური და კულტურული ფაქტორების ანალიზი, რადგან გენდერი, რასა, ასაკი, ეთნიკური წარმოშობა თუ სექსუალობა ხშირად დიდ როლს ასრულებს პაციენტისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა თუ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.

3. ბიოეთიკის ძირეული კრიტიკა, მისი დაშვებების, საფუძვლად მდებარე მეთოდების პრობლემატიზება. ფემინისტთა ნაწილი საფუძველშივე არ ეთანხმება ბიოეთიკის ცენტრალურ ღირებულებებსა და დაშვებებს. მაგალითად, ფემინისტები ეჭვქვეშ აყენებენ ბიოეთიკის მთავარ პრინციპს „სამართლიანობის ეთიკას“ და „ზრუნვის ეთიკის“ ცნებისთვის მეტი ყურადღების დათმობას მოითხოვენ. გარდა ამისა, ფემინისტური კრიტიკა ისეთ საბაზისო ცნებებსაც შეეხო, როგორიც „ავტონომიურობა“ და „სამართლიანობაა“ - ეს ცნებები, რომლებიც ტრადიციული ლიბერალური მიდგომიდან მოდის, ინდივიდუალისტურია და ხშირად გამორიცხავს უფრო ფართო სოციალური ფაქტორების გავლენას ადამიანზე. გარდა ამისა, ფემინისტები მსჯელობენ ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა ჯანმრთელობისა და დაავადების კონცეპტუალიზაცია, ზოგიერთი დაავადებისთვის სხვებზე მეტი მნიშვნელობის მინიჭება. ფემინისტები ცდილობენ, გააანალიზონ, როგორ ხდება ძალაუფლება და პრივილეგია ჯანდაცვის სისტემებისა და სამედიცინო პრაქტიკების მაფორმირებელი ძალა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routledge, 2000.

კატეგორია: 
ავტორები: