ეკოფემინიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Ecofeminism

ეკოფემინიზმი არის ფილოსოფიურ-აქტივისტური მოძრაობა, რომელიც ფემინიზმს ეკოლოგიასთან აკავშირებს. ეკოფემინიზმი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ფემინისტური აქტივიზმი, ცხოველთა და გაერმოს დაცვა, მშვიდობა, ასევე, გლობალური კაპიტალიზმის, ნეოკოლონიალიზმის და პატრიარქატის წინააღმდეგ ბრძოლა.

ეკოფემინიზმისთვის მნიშვნელოვანია გენდერის როლის იმ ეკოლოგიური პრობლემების კონტექსტში გააზრება, რომელთა წინაშეც თანამედროვე სამყარო დგას. მეცნიერი კარენ ვორენი წერს, რომ დასავლურ დისკურსში მოხდა გარემოს ფემინიზება და ქალთა ნატურალიზება და სწორედ ამ კავშირების გაცნობიერებაა მნიშვნელოვანი, რათა ამოვიცნოთ ჩაგვრა და ექსპლუატაცია, რომელიც ორივეზე, გარემოზეც და ქალებზეც ხორციელდება. ეკოფემინიზმი აკრიტიკებს  გარემოს საკითხებთან ტრადიციულ მასკულინურ მიდგომას, რომელიც დაფუძნებულია ადამიანისა და ბუნების ბინარულ დაპირისპირებაზე. ეკოფემინისტი მკვლევარი ვალ პლამვუდი  ანდროცენტრიზმს, ევროცენტრიზმსა და ანთროპოცენტრიზმს შორის ავლებს პარალელებს და ამტკიცეებს, რომ დასავლური კულტურის პროგრესის ისტორიული ფაზები შეიძლება გავიგოთ, როგორც ბუნების გარკვეული ფორმების კოლონიზება გონების მიერ.

ეკოფემინიზმი   გარემოსა და ქალების ექსპლუატაციას ერთმანეთთან აკავშირებს  და ამტკიცებს, რომ ქალსა და ბუნებას შორის ისტორიული კავშირია, რომელიც ისეთი ტრადიციულად ფემინური ღირებულებებით გამოიხატება, როგორიცაა, ზრუნვა და ახალი სიცოცხლის დაბადება, რაც დამახასიათებელია როგორც ბუნებისათვის, ისე ქალთათვის. ეკოფემინისტი ვანდანა შივა ამტკიცებს, რომ ქალებს აქვთ ბუნებასთან განსაკუთრებული კავშირი და მის შესახებ ალტერნატიული  ცოდნა, რომელიც ორიენტირებულია სოციალური სარგებელზე, თუმცა ვერ ხერხდება ამ ცოდნის გამოყენება, რადგან ის  იგნორირებულია კაპიტალიზმის მიერ.

ეკოფემინიზმმა ფემინიზმს სრულიად ახალ განზომილება შესძინა, თუმცა, მას მრავალი კრიტიკოსიც ჰყავს. მაგალითად, სოციალ-ეკოლოგი ჯენეტ ბილი აცხადებს, რომ ეკოფემინიზმი ზედმეტად დიდ მახვილს აკეთებს ქალისა და ბუნების მისტიკურ კავშირზე და არა ქალთა რეალურ ყოფაზე. საკმაოდ პოპულარულია, ასევე, ეკოფემინიზმის კრიტიკა მისი ესენციალისტურ მიდგომაში დადანაშაულებით. კრიტიკოსთა მტკიცებით, ქალის ისეთ მახასიათებლებზე ყურადღების გამახვილება, როგორებიცაა ახალი თაობის შექმნა და მზრუნველობა, ესენციალისტურია და კიდევ უფრო განამტკიცებს ქალის გენდერულ როლებზე სტერეოტიპებს, ამძაფრებს ქალისა და მამაკაცის ბინარულ ოპოზიციებად წარმოდგენას  და მათ შორის სხვობებზე ამახვილებს ყურადღებას. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Adams, C.J. (1993) The Feminist Traffic in Animals, in G.Gaard (ed.) Ecofeminism: Women, Animals and Nature, Philadelphia, Temple University Press, pp. 195-218.

Buckingham S. (2004) Ecofeminism in the Twenty- first Century, The Geographical Journal, Vol. 170, No. 2, Environment and Development in the UK, pp. 146-154

Code L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Londond, New York, Routledge, pp. 143-144

Cuomo, C. (1998) Feminism and Ecological Communities, London: Routledge.

King, Y. (1989) 'The Ecology of Feminism and the Feminism of Ecology' in J.Plant (ed.) Healing the Wounds, Philadelphia, PA: New Society Publishers, pp. 18-28.

Mies, M.,Shiva, V. (1993) Ecofeminism, London: Zed Books.

Plumwood, V. (1993) Feminism and the Mastery of Nature, London: Routledge.

Warren, K.J. (1990) The Power and Promise of Ecological Feminism, in Environmental Ethics 12 (2), Indiana University Press. pp.121-46.

კატეგორია: 
ავტორები: