ქცევის დეკომპოზიცია მის შემადგენელ ნაწილებად ან პროცესებად არის ქცევის ანალიზი. იგი ქცევას განიხილავს, როგორც ერთიანს და ფუნდამენტურს და არა როგორც რაიმე სხვა ფენომენის გამოვლინებას, მაგალითად, კოგნიციის ან ცნობიერების. ქცევითი ანალიზი აღაირებს, რომ ქცევას ეს არის ორგანიზმის და გარემოს ინტერაქციის შედეგი და იგი ცალკე შესწვლის საგანია და, ამასთან, ქცევას განიხილავს ინდივიდის დონეზე. ქცევის ანალიზი, ძირითადად, ექსპერიმენტების შედეგებს ეყრდნობა რომელთა ჩატარებაც მხოლოდ მცირე რაოდენობის ინდივიდებზეა შესაძლებელი. ქცევის ანალიზის სფეროში ჩატარებული კვლევები კუმულატიურ ეფექტს ემყარება: ყველი მომდევნო კვლევა გამომდინარეობს წინა კვლევის შედეგებიდან. ამასთან, როდესაც ექსპერიმენტის შედეგების ვარიაბელობა მაღალია (გასხვავებული შედეგებს აჩვენებს), ხდება ამ შედეგების ვარიაბლეობის მიზეზის დადგენა და არა შედეგების გასაშუალოება. ეს მახასიათებლები ქცევის ანალიზს განსაკუთრებით ეფექტურს და გამოყენებადს ხდის. ქცევის ანალიზი გამოიყენება მრავალი ფენომენის შესასწავლად, დაწყებული ვერბალური და არავერბალური პროცესებიდან, დამთავრებული კომპლექსური ქცევებით.
ქცევითი ანალიზი აღმოცენნდა ამრიკელი ფსიქოლოგის, ბ.ფ.სკინერის (1904-1990) კვლევების საფუძველზე. მეცნიერება, რომელსაც ქცევის ანალიზი ეფუძნება ცნობილია რადიკალური ბიჰევიორიზმის სახელითაც.
ბავშვი ტირილის მიზეზი შესძლოა იყო არასასიამოვნო, მტკივნეული სტიმული ან ის, რომ იგი ამ ქცევის შედეგად ელოდება რაიმე დადებით შედეგს, როგორიცაა მშობლის ან მომვლელის ყურადღება. ან ორივე მიზეზის კომბინაცია. ასეთ შემთხვევაში ქცევის ანალიზის მიზანია გამოავლინოს ყველა ის შესაძლო წყარო, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის კონკრეტულ ქცევას - ტირილს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Kazdin, Alan E. Encyclopedia of Psychology: 8-Volume Set. 1 edition. Washington, D.C. : Oxford Oxfordshire ; New York: Oxford University Press, 2000.