უკუდარტყმა (ბექლეში)

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Backlash

ბექლეში აღნიშნავს ძლიერ რეაქციას - როგორც წესი, ნეგატიურს - არსებულ წესრიგში მომხდარ ცვლილებებზე საპასუხოდ და ხშირად გულისხმობს ძველ სტატუსკვოსთან დაბრუნებას. თავიდან ეს სიტყვა გამოიყენებოდა ამერიკაში მეოცე საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში შავკანიანთა ინტეგრაციაზე მიმართული რეაქციების აღსანიშნავად. ფემინიზმის კონტექსტში ბექლეში ხშირად აღნიშნავს ფემინისტურ იდეოლოგიასთან დაპირისპირებას ძველი კონტრარგუმენტების ისევ და ისევ დაჟინებით გამეორებით; აგრეთვე, თვითონ ფემინისტური არგუმენტების გამოყენებით. ფემინიზმის წინააღმდეგ ბექლეშს ხშირად ახასიათებს ის, რომ თვითონ ფემინიზმს ადანაშაულებენ ქალების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობისა და მათი სხვადასხვა უსიამოვნებისა თუ შევიწროების გამო.

ფემინისტურ ლიტერატურაში ბექლეშის ცნება შემოიტანა სუზენ ფალუდიმ, რომელმაც თავის გახმაურებულ წიგნში „ბექლეში. გამოუცხადებელი ომი ამერიკელი ქალების წინააღმდეგ“ (1992) გააანალიზა აშშ-ში ფემინისტების მიღწევებზე საპასუხო „შურისმაძიებლური“ რეაქციები კულტურის სხვადასხვა სფეროში - პოპულარულ კულტურაში, მედიაში, მემარჯვენე პოლიტიკურ მოძრაობებში, ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში, მეცნიერებაში და სხვ. ამ მრავალფეროვანი მასალის ანალიზით ის აჩვენებს, რომ ყველგან, სადაც ფემინისტურმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და მიაღწია ქალების მდგომარეობის რამე თვალსაზრისით გაუმჯობესებას, წარმოიშვა ცვლილებების პროცესის უკუქცევაზე მიმართული საპასუხო ქმედება თუ მოძრაობა.

ფალუდი წერს, რომ ბექლეშის არგუმენტები და სტრატეგიები ერთდროულად დახვეწილიცა და ბანალურიც, მოჩვენებითად „პროგრესულიც“ და ჩამორჩენილობით თავმომწონეც. მათში გამოიყენება „მეცნიერული კვლევის“ „ახალი“ მიგნებებიც და ყავლგასული სენტიმენტალური მორალიზმიც… (1992: 12). ფალუდი არ ფიქრობს, რომ ბექლეში არის ერთიანი, გააზრებული და წინასწარგანზრახული თავდასხმა ფემინიზმზე თუ კონსპირაცია მის წინააღმდეგ, თუმცა ის მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტზე. ბექლეშში მონაწლე ინდივიდებს, ფემინისტების ჩათვლით, ხშირად არ აქვთ გააზრებული თავიანთი როლი, მაგრამ მათი რიტორიკა „ქმნის კლიმატს, რომელშიც ფემინიზმის მიმართ ისევ ფუნდამენტური ეჭვები წამოიჭრება“ (1992: 16).

თეორეტიკოსების მიერ აღიარებულია, რომ ბექლეშის ფენომენი აუცილებლად იჩენს თავს, როგორც კი ესა თუ ის ძალა, ფემინიზმის მსგავსად, საფრთხეს შეუქმნის ძალაუფლებრივი იერარქიებისა და პრივილეგიების განაწილების სტატუსკვოს.

მე-20 საუკუნის ბოლოს ფემინიზმის წინააღმდეგ ბექლეშის განსაკუთრებულად გამოკვეთილი თავისებურებაა ის, რომ თანამედროვე ქალის უკმაყოფილებისთვის პასუხისმგებლობას ფემინიზმს აკისრებს (კაცების დომინაციის, სექსიზმისა თუ შესაძლებლობებში უსამართლო განსხვავებების ნაცვლად). მაგალითად, ბექლეშის რიტორიკაში პოპლარულია „ძველ ოქროს ხანაზე“ აპელაცია, როცა ქალები და კაცები ვითომდა ჰარმონიაში ცხოვრობდნენ მათი განსხვავებული მიდრეკილებების შესაბამისად.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Pilcher, Jane and Imelda Whelehan, Fifty Key Concepts in Gender Studies, Sage Publications, 2004

Faludi, Susan. Backlash. The Undeclared War Against American Women. New York: Three Rivers Press: 1992.

კატეგორია: 
ავტორები: