A-B-A დიზაინი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
A-B-A design

ექსპერიმენტული კვლევის ერთ-ერთი დიზაინი, რომელიც გამოიყენება ერთი მონაწილის კვლევისას. მოცემული დიზაინი სამი ფაზისგან შედგება: A - კვლევის მონაწილის საწყისი მაჩვენებელი (ჩარევის გარეშე, ე.წ. ბეისლაინი - საფუძველი), B - კვლევის მონაწილის მაჩვენებელი ექსპერიმენტულ პირობაში (ჩარევის ფაზა), A - კვლევის მონაწილის მაჩვენებელი ექსპერიმენტული პირობის გარეშე (ჩარევის გარეშე - withdrawal). მოცემული დიზაინი საშუალებას იძლევა, შეფასდეს კონკრეტული ინდივიდის მდგომარეობა ჩარევამდე, ჩარევის დროს და ჩარევის შემდეგ. კვლევის A-B-A დიზაინი ხშირად გამოიყენება ქცევის გამოყენებით ანალიზში  ერთი მონაწილის (სუბიექტის) კვლევის ფარგლებში.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

პარსონსონი, ბ.ს. (2013) ქცევის გამოყენებითი ანალიზი; თბილისი: საქართველოს ბავშვები; გვ. 56 – 57

Cooper, J.O., Heron, E.H., Heward, W.L. (2007) Applied Behavior Analysis; p. 177

https://www.msu.edu/user/sw/ssd/issd10c.htm

კატეგორია: 
ავტორები: