აუდიტორიის დიზაინი

Audience Design

სოციოლინგვისტური მოდელი, რომლის თანახმადაც შეტყობინების სტილის ცვლილება დამოკიდებულია მსმენელთა აუდიტორიაზე. მოსაუბრე ცვლის შეტყობინების ფორმატს მსმენელების აუდიტორიის გათვალისწინებით მათთან სიახლოვისა და ერთიანობის ან, პირიქით, დისტანციის გამოხატვის მიზნით.

აუდიტორიის დიზაინის მოდელის თანახმად, რომელიც პირველად ალან ბელმა (1984) აღწერა, მოსაუბრის პოზიციიდან არსებობს განსხვავებული აუდიტორიის ტიპები შემდეგი სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით: ცნობილი (მოსაუბრე იცნობს და ითვალისწინებს შეტყობინებაში მსმენელს), რატიფიცირებული (მოსაუბრე აღიარებს მსმენელის არსებობას) და პირდაპირი (მოსაუბრე პირდაპირ მიმართავს მსმენელს). ბელმა აუდიტორიის შემდეგი ტიპები გამოყო:

  • Addressee – ცნობილი, რატიფიცირებული მსმენელები, რომლებსაც მოსაუბრე პირდაპირ მიმართავს;
  • Auditor – მსმენელები, რომლებსაც მოსაუბრე პირდაპირ არ მიმართავს, მაგრამ ისინი ცნობილი და რატიფიცირებულები არიან;
  • Overhearer – არარატიფიცირებული მსმენელები, რომელთა შესახებაც მოსაუბრემ იცის;
  • Eavesdropper – არარატიფიცირებული მსმენელები, რომელთა შესახებაც მოსაუბრემ არ იცის.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

http://en.wikipedia.org/wiki/Audience_design

http://www.alleydog.com/glossary/definition.php?term=Audience%20Design;

კატეგორია: 
ავტორები: