ამიგდალა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Amigdala

იგივე ნუშისებრი სხეული (ლათ. corpus amygdaloideum) ლიმბური სისტემის ქერქქვეშა სტრუქტურა, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინში საფეთქლის წილის სიღრმეში. მას აქვს ნუშისებრი ფორმა და შედგება ბირთვების სამი ჯგუფისაგან, ესენია: ბაზალურ-ლატერალური კომპლექსი, რომელიც დაკავშირებულია დიდი ტვინის ქერქთან, კორტიკო-მედიალური ბირთვების ჯგუფი, რომელიც უკავშირდება ყნოსვის სისტემას და ცენტრალურ-მედიალური ბირთვების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია ჰიპოთალამუსსა და ტვინის ღეროსთან. რეალურად ამიგდალა წარმოადგენს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ბაზალური ბირთვების ერთობლიობას, რომელთაც ანატომები მხოლოდ და მხოლოდ მათი ერთმანეთთან სიახლოვის გამო, აერთიანებენ ერთ კომპლექსში. თითოეულ ჰემისფეროში თითო ნუშისებრი სხეულია. მარჯვენა და მარცხენა ნუშისებრი სხეულის ფუნქციონირება განსხვავებულია.  ერთ-ერთი კვლევის თანახმად1 მარჯვენა ამიგდალას ელექტრული სტიმულაციისას, ძირითადად, აღმოცენდებოდა ნეგატიური  ემოციები, განსაკუთრებით შიში და მწუხარება მაშინ, როცა მარცხენა ამიგდალას სტიმულაცია იწვევდა  ორივე ტიპის (სასიამოვნო ან უსიამოვნო) ემოციებს.

ამიგდალა მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ ემოციების ფორმირებაში, არამედ იგი ასევე აკონტროლებს ემოციურ მეხსიერებას (ემოციებთან დაკავშირებული მოვლენების დამახსოვრებას). ხოლო მისი კავშირი ჰიპოთალამუსთან  განაპირობებს მის ზეგავლენას ორგანიზმის ენდოკრინულ სისტემასა და რეპროდუქციულ ქცევაზე.

მისი ფუნქციონირების მოშლა იწვევს ადამიანებში სხვადასხვა ფორმის პათოლოგიურ შიშებსა და სხვა ტიპის ემოციურ აშლილობებს.

ამიგდალა მდიდარია გლუკოკორტიკოიდული რეცეპტორებით და ამის გამო, განსაკუთრებით მგრძნობიარეა სტრესის მიმართ.  დეპრესიისა და ქრონიკული სტრესის  პირობებში ამიგდალას გადაჭარბებული სტიმულაცია  დაკავშირებულია აგრესიულობასა და და შფოთვის მომატებასთან. ამიგდალას  დაზიანება კი, თავის მხრივ, იწვევს  ვეგეტატიური  ნერვული სისტემის ადეკვატური მზაობის დაქვეითებას, რომელიც პასუხისმგებელია ქცევითი საპასუხო რეაქციების ორგანიზებასა და რეალიზებაზე.  ცხოველებზე ჩატარებული დაკვირვებების თანახმად, ამიგდალას ჰიპოაქტივაციისას ჩნდება  ჰიპერსექსუალობა, შიშის გაქრობა,   სიშვიდე,  ბრაზის და აგრესიის უუნარობა.  ცხოველები ხდებიან მიმნდობნი.  ზოგჯერ ამიგდალას დაზიანებისას  ქრება  ზოგიერთი თანდაყოლილი საორიენტაციო უპირობო  რეფლექსი.

1Lanteaume, L. et al. (Jun 2007). "Emotion induction after direct intracerebral stimulations of human amygdala". Cerebral Cortex 17 (6): 1307–13.doi:10.1093/cercor/bhl041. PMID 16880223.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

http://neuroscience.uth.tmc.edu/s4/chapter06.html

იოსელიანი, თ. (1993), ზოგადი ნეიროფიზიოლოგია, თბილისი, უნივერსიტეტის გამომცემლობა.

კატეგორია: 
ავტორები: