ორაზროვანი დანაკარგი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Ambiguous Loss

არის დანაკარგი, რომელიც ბუნდოვანია და არ არის გარკვეული, რეალურად არის თუ არა საერთოდ დანაკარგი.

ტერმინი „ორაზროვანი დანაკარგი“ და თეორიული მოდელი პოლინ ბოსს (Pauline Boss, 2008) ეკუთვნის. როგორც ბოსი ამბობს, ორაზროვანი დანაკარგი არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ფიზიკურად არ არის, მაგრამ ფსიქოლოგიურად იქ არის (მაგალითად, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომარი) ან როცა ფიზიკურად იქ არის, მაგრამ ფსიქოლოგიურად — არა (მაგალითად, ალცჰეიმერის დაავადების დროს).

ორაზროვანი დანაკარგი არის ინდივიდის ან ოჯახის ნებისმიერი ფსიქოლოგიური გამოცდილება, რომელიც არ არის დაკონკრეტებული ან იდენტიფიცირებადი, როგორც ტრადიციული დანაკაგი, მაგალითად, სიკვდილი. ორაზროვანი დანაკარგი შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, დაწყებული ორსულობის ბუნებრივი შეწყვეტით (მუცლის მოშლით) და დამთავრებული ალცჰეიმერის დაავადების გამო, მეუღლის დაკარგვით, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია. ორაზროვანი დანაკარგის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანმა არ იცის, მისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადამიანი ცოცხალია თუ მკვდარი, მაგალითად, როგორც საბრძოლო მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების შემთხვევაში.

ორაზროვანი დანაკარგის დროს არ გვაქვს დასასრული, ამბავი არ არის დასრულებული (დახურული) ან არსებული ვითარების შესახებ ზუსტი, მკაფიო ცოდნა.

ორაზროვანი დანაკარგი თეორიის წინაპირობაა, რომ არ უნდა არსებობდეს ინფორმაცია საყვარელი ადამიანის სტატუსის შესახებ, არის თუ არა, მკვდარია თუ ცოცხალია, რაც ადამიანთა, წყვილებისა თუ ოჯახების უმრავლესობისთვის ტრავმულია. ორაზროვნება ყინავს გლოვის პროცესს და ბლოკავს კოგნიციას, რაც, თავის მხრივ, ბლოკავს დაძლევის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამიტომ, დასრულებაც შეუძლებელია. დაკარგულის ოჯახის წევრებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუ არა დაკარგული პიროვნების სტატუსის შესახებ საკუთარი სიმართლის კონსტრუირება. დანაკარგის შესახებ ზუსტი ინფორმაციის უქონლობის პირობებში ადამიანებს ყოფნა-არყოფნის პარადოქსთან ერთად უწევთ ცხოვრება. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Boss, P. (2007). Ambiguous Loss Theory: Challenges forScholars and Practitioners. Family Relations, 56, 105-111.

Betz, G. & Thorngren, J. M. (2006). Ambiguous Loss and the FamilyGrieving Process. The Family Journal: Counseling and Therapy for Couples and Families, 14 (4), 359-365.

კატეგორია: 
ავტორები: