ალგორითმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Algorithm

თანმიმდევრული, საფეხურებრივი პროცედურა, რომლის საშუალებითაც ვპოულობთ სწორ პასუხს კონკრეტული ტიპის პრობლემის გადასაჭრელად. დღეისათვის თანამედროვე ენაში გამოიყენება ტერმინი algorithm, რომელიც „მეთოდს, წესს“ გულისხმობს და სხვადასხვა სახის, ცალკეული წესების კრებითი სახელია. ეს არის გამოსახულება, რომელიც მოქმედებების თანმიმდევრობისგან შედგება და გამოთვლებით ამოცანის ამოხსნის საშუალებას იძლევა. ალგორითმის გამოყენება უფრო ეფექტურია კარგად განსაზღვრული პრობლემის გადასაჭრელად, სადაც მკაფიოდ არის გამოკვეთილი საწყისი მდგომარეობა და მიზანი. ის ნაკლებად ეფექტურად მუშაობს ბუნდოვნად განსაზღვრული პრობლემის შემთხვევაში, როცა ალგორითმის ნაცვლად ევრისტიკული მეთოდი გამოიყენება.

მაგალითად, ამოსახსნელი გაქვთ განტოლება ×2+×-12=0. თუ ალგებრის წესები იცით და მათ სწორად გამოიყენებთ, აუცილებლად შეძლებთ x-ის სწორი მნიშვნელობის (ანუ 3-ისა და -4-ის) მიღებას. ალგორითმის გამოყენება საკეტის დავიწყებული კოდის მოძებნაშიც დაგეხმარებათ, თუ თანმიმდევრულად ცდით ციფრების სხვადასხვა კომბინაციას. ამ შემთხვევაში საკეტს აუცილებლად გახსნით, თუმცა ამისათვის, სავარაუდოდ, დიდი დრო დაგჭირდებათ, ვინაიდან ამ მაგალითში (წინა მაგალითისგან განსხვავებით) ნაკლებად განსაზღვრული სიტუაცია გვაქვს.

ალგორითმი, როგორც წესი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: (1) სასრულობა ანუ ალგორითმი უნდა გულისხმობდეს სასრული ნაბიჯების შემდეგ დამთავრებას; (2) განსაზღვრულობა ანუ ალგორითმის ყოველი ბიჯი უნდა იყოს ზუსტად განსაზღვრული, (3) შემავალი მონაცემები (input) ანუ მკაფიოდ უნდა იყოს მოცემული საწყისი მდგომარეობა, ამომწურავად უნდა იყოს დახასიათებული მოცემული ამოცანა და (4) გამომავალი მონაცემები (output) ანუ განსაზღვრული უნდა იყოს,  რას ვიღებთ ალგორითმის მუშაობის დასრულების შემდეგ.

ალგორითმის ცნების წარმოშობა IX საუკუნის შუააზიელი მოაზროვნის, ცნობილი მეცნიერის აბუ ჯაფარ მუჰამედ იბნ მუსა ალ-ხორეზმი ალ-მაჯუსის (783-850 წწ) სახელის ლათინურ ტრანსკრიფციას უკავშირდება. ხორეზმი დღვანდელი უზბეკეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ალ-ხორეზმი სიტყვა სიტყვით „ხორეზმში მცხოვრებს“ ნიშნავს. XII საუკუნეში ლათინურად ითარგმნა ალ-ხორეზმის მიერ არითმეტიკასა და ალგებრაში არაბულ ენაზე შექმნილი ტრაქტატები, რომლებიდანაც ევროპელი მეცნიერები თვლის ინდურ პოზიციურ ათობით სისტემასა და ამ სისტემაში თვლის მეთოდებს გაეცნენ. ალ-ხორეზმის არითმეტიკული ტრაქტატის ლათინური თარგმანი იწყებოდა სიტყვებით: „Dixit algorizmi…“ ანუ „და თქვა ალხორიზმმა...“ აქედან გამომდინარე, თავდაპირველად, სიტყვა „ალგორითმი“ ათობითი პოზიციური სისტემისა და არითმეტიკული ოპერაციების ალგორითმის ანუ წესების აღწერისთვის გამოიყენებოდა, ხოლო მოგვიანებით — ნებისმიერ ალგორითმის აღსანიშნად. 

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თსუ. თბილისი.

Fiedler, K. (2010). How to study cognitive decision algorithms: The case of priority heuristic. Judgment and Decision making. Vol. 5, No. 1, pp.21-32.

კატეგორია: 
ავტორები: