დღის წესრიგის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Agenda Setting Theory

დღის წესრიგის შექმნის თეორია ფართოდ აპრობირებულია საჯარო პოლიტიკის, პოლიტიკური კომუნიკაციისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებში. დღის წესრიგის შექმნის პარადიგმის საფუძველი პრობლემურ საკითხებზე კონცენტრირებაა: როგორ წარმოიქმნება, როგორ იცვლება, როგორ ხდება კომუნიკაცია და მასზე ზემოქმედება პოლიტიკურ პროცესში მონაწილეთა მიერ? საჯარო პოლიტიკის სფეროში ეს ტრადიცია იმ მეცნიერთა ნაშრომებშია გამოყენებული, რომლებიც შეისწავლიან დღის წესრიგის შექმნასა და მის ცვლილებას  სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე  (Baumgartner and Jones 1993; Cobb and Elder 1983; Downs 1972; Kingdon 1984).

პოლიტიკური კომუნიკაციის კვლევებში ყურადღება კონცენტრირებულია დღის წესრიგის შედგენის მიკროსაფუძვლებზე. კერძოდ, იკვლევენ, რა ურთიერთკავშირია მასმედიაში პრობლემების გაშუქების რაოდენობასა და საზოგადოების მიერ ამ საკითხების მნიშვნელოვან პრობლემად აღქმის მოცულობას შორის (Lyergar and Kinder 1987; McCombs and Shaw 1972). თავის მხრივ, საზოგადოებრივი აზრის მკვლევრები შეეცადნენ ყურადღება გაემახვილებინათ სამთავრობო, საზოგადოებრივ და მასმედიის დღის წესრიგს შორის ურთიერთობებზე (Erikson, MacKuen, and Stimson 2002, Page and Shapiro 1992).

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: